workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრანსფერები, რომლებმაც კრიზისი გამოიწვიეს

ტრანსფერები, რომლებმაც კრიზისი გამოიწვიეს

ისტორიამ გვიჩვენა, რომ ვარსკვლავების ჩანაცვლება ძალიან რთული ამბავია. შესაძლოა, გაყიდო შენი საუკეთესო ფეხბურთელი და მის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა მიიღო, მაგრამ ეს არ გაძლევს გარანტიას, რომ ამ თანხით მისი შემცვლელის პოვნას, მარტივად შეძლებ.

შეგვიძლია თვალი გადავავლოთ მაგალითებს:

ფიგუ: “ბარსელონადან” “რეალში”

ფიგუმ, 2000 წელს, “ბარსა” საუკეთესო სეზონის შემდეგ დატოვა, 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ. კლუბმა ამ თანხას, ტრანსფერებისთვის გამოყოფილი დანაზოგიც წაუმატა და ოთხი ფეხბურთელი შეიძინა: მარკ ოვერმარსი (40 მილიონი ევრო), ჟერარ ლოპესი (21 მილიონი ევრო), ალფონსო (16,50 მილიონი ევრო), ემანუელ პეტი (15 მილიონი ევრო).

ვერცერთმა ტრანსფერმა ვერ გაამართლა, განსაკუთრებით წარუმატებელი გამოდგა პეტის ტრანსფერი.

ფიგუს წასვლის შემდეგ, “ბარსას” კრიზისი დაეწყო, რომელიც 2004 წლამდე გაგრძელდა.

ნეიმარი: “ბარსადან” პსჟ-ში

“ბარსამ” ნეიმარის სანაცვლოდ, 222 მილიონი ევრო მიიღო. ამ თანხით მათ ფილიპე კოუტინიო (145 მილიონი ევრო) და უსმან დემბელე (125 მილიონი ევრო) შეიძინეს.

მათთან ერთად კლუბმა შეიძინა ნელსონ სემედუ, პაულინიო და დელოფეუ.

კოუტინიო ვალვერდეს ტაქტიკურ სქემას შეეწირა და რთულად წარმოსადგენია, რომ ფორმა დაიბრუნოს, დემბელე კი ამ დროის განმავლობაში საერთოდ ვერ გაიზარდა, არადა, თანხა, უმეტესად მის პოტენციალში გადაიხადეს და არა შემდგარ ფეხბურთელში.

ლუის სუარესი: “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”

ლუის სუარესის სანაცვლოდ, კლუბმა 81 მილიონი ევრო მიიღო და საშინლად დახარჯა. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, სანამ “ლივერპულს” იურგენ კლოპი ჩაუდგებოდა სათავეში.

სუარესის ერთ-ერთ შემცვლელად, მარიო ბალოტელი მიიყვანეს.

ყველაზე მეტად, დივოკ ორიჯი გამოადგათ, რომელიც მართალია, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ არის, მაგრამ როცა მოედანზე გამოდის, თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს.

Marca-ს სიაში ასევე არიან: გარეთ ბეილი, რომლის გაყიდვის შემდეგ, “ტოტენჰემმა” ლამელა და სოლდადო შეიძინა.

კილიან მბაპე, რომლის სანაცვლოდაც “მონაკომ” ალექსანდრ გოლოვინი და ბენ იედერი შეიძინა და კრისტიან ვიერი, რომლის ნაცვლად, “ატლეტიკომ” 28 მილიონი ევრო მიიღო, მაგრამ ასევე, უხეიროდ დახარჯა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 22 მაი 2020, 13:06
    #1

    ამიტომ უნდა იყოს დადგენილი ფასები თორე ხო ნახეთ გაყიდა ბარსამ ნეიმარი და 120 მილიონი დაუფასეს დემბელე როცა მაქსიმუმ 50 მილიონი უნდა გადაეხადათ რაღაც რეგულაციები უნდა შემოიღონ
    მაგალითად:
    18-20 წლის ფეხბურთელები 15-20 მილიონი
    21-23 წლის 25-30 მილიონი
    24-26 წლის 35-40 მილიონი
    27-29 წლის 45-50 მილიონი
    30 წლიდან ფეხბურთელებს ასაკიდან გამომდინარე დააკლდეს ფასები