“ბრეშას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, სანდრო ტონალი “ბარსელონას” შეთავაზებებს ელის, იუწყება El Mundo Deportivo.
ხსენებული წყაროსავე ცნობებით, იტალიური კლუბი 20 წლის ტალანტში 50 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც “ბლაუგრანა”, სხვა გეგმების გამო, ვერ შეძლებს.
მიუხედავად ამისა, სანდროს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ კატალონიაში გადაბარგება სურს და სხვა კლუბების შემოთავაზებებს იქამდე არ განიხილავს, სანამ ესპანეთიდან საბოლოო უარყოფით პასუხს არ მიიღებს.
უმაგრესი ბიჭია მაგრამ ამის პოზიციას ვერ ვხედავ ბარსაში
😂😂😂😂😂😂😂
ბრეშას მერე ბარსა… წადი იუვეში ან ნაპოლიში ვაფშე და კონტრაქტში ჩაადებინე პუნკტი რო ბარსასთვის 60 მილიონზე მეტი არ ღირდე სამომავლოდ
აუარი რუისი ჰავერცი ამათგან რო მოიყვანოთ ერთ-ერთი არა? რა ტონალი
შენ თუ ხარ ბარსასთვის მზად?