იტალიური Tuttosport იმ 20 ფეხბურთელის სიას აქვეყნებს, რომლებიც 2020 წლის “ოქროს ბიჭუნას” (Golden Boy) წოდებისთვის იბრძოლებენ. აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად 21-წლამდელ მოთამაშეებს გადაეცემათ.
წლევანდელ ოცეულში “ბარსელონას” 2 წარმომადგენელი, 17 წლის ანსუ ფატი და 19 წლის სერჟინიო დესტი მოხვდა. ფატიმ “ბარსელონას” შემადგენლობაში 36 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, მან ასევე 4 შეხვედრა ჩაატარა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში (1 გოლი), დესტმა კი “აიაქსის” რიგებში 38 შეხვედრაში თავი 2 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
“ბარსელონას” მხრიდან “ოქროს ბიჭუნას” წოდება მხოლოდ ლიონელ მესიმ მოიგო, ეს კი 2005 წელს მოხდა.
ნომინირებული მოთამაშეების ოცეული:
- მიჩელ ბაკერი (“პარი-სენ ჟერმენი”)
- ედუარდო კამავინგა (“რენი”)
- ჯონათან დევიდი (“ლილი”)
- ჯეიდონ სანჩო (“ბორუსია”)
- ალფონსო დევისი (“ბაიერნი”)
- სერჟინიო დესტი (“ბარსელონა”)
- ფაბიო სილვა (“ვულვერჰემპტონი”)
- ბუკაიო საკა (“არსენალი”)
- ანსუ ფატი (“ბარსელონა”)
- ფილ ფოდენი (“სიტი”)
- რაიან გრავენბერჰი (“აიაქსი”)
- მეისონ გრინვუდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
- ერლინგ ჰაალანდი (“ბორუსია”)
- კალუმ ჰადსონ-ოდოი (“ჩელსი”)
- დეიან კულუსევსკი (“იუვენტუსი”)
- როდრიგო (“რეალი”)
- დომინიკ სობოსლაი (“ზალცბურგი”)
- სანდრო ტონალი (“მილანი”)
- ფერან ტორესი (“სიტი”)
- ვინისიუს ჟუნიორი (“რეალი”)
ჰალანდი იმსახურებს
ალფონსომ დაიმსახურა, მაგრამ ჰალანდი მოიგებს და ვერავინ იტყვის, რომ უსამართლობა იქნება
პრინციპში ვიკინგიც იმსახურებს, უბრალოდ, მცველები უფრო იჩაგრებიან შემტევების ფონზე
2020 წლის სტატისტიკა ყველა ტურნირზე აქვს, 24 გოლი, 6 ასსისტი, ვერაფერს იტყვი, თანაც 1 წრე წინაა და კიდევ ბევრს შეაგდებს
2 მეტრიანი მუტრუკია, ვიკინგის ჟილკით და სკანდინავიური სპორტული დისციპლინით, იმედია რეალი არ იყიდის და არც შვაიერნში აღმოჩნდება 2-3 წელში
იმედია გაისად ამ ჩამონათვალში ხვიჩასაც ვიხილავ, არავისზე ნაკლებად ნიჭიერი არაა ჩვენი ბიჭი 🤠
დიდი ალბათობით ჰალანდი მოიგებს ისეთი სეზონი ქონდა წინა ამ სეზონში არ მიყურია მისი თამაშები
არც ფატი, არც ჰოლანდი, დაუფიქრებლად მივცემდი კანადელს