ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2020 წლის 20-წლამდელთა სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც “ბარსელონადან” მხოლოდ 2 ფეხბურთელი მოხვდა – ანსუ ფატი და სერჟინიო დესტი.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა “ბარსას” კიდევ ერთი ტალანტი, 18 წლის ნახევარმცველი პედრი. მას ტონალმა, ფოდენმა და კამავინგამ აჯობეს.
IFFHS-ს წლის ახალგაზრდული გუნდი ასე გამოიყურება: ერსინ დესტანოღლუ (ბეშიქთაში), სერჟინიო დესტი (ბარსელონა), უესლი ფოფანა (ლესტერი), კრის რიჩარდსი (ბაიერნი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), სანდრო ტონალი (მილანი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ედუარდო კამავინგა (რენი), როდრიგო (რეალი), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), ანსუ ფატი (ბარსელონა).





ნეტა ითამაშონ და ამათი სიები უკვე აღარ მაინტერესებს იმდენნაირი აქვთ გამოქვეყნებული.
მაგარი ახალგაზრდობა გვყავს
როდრიგოს რა უნდა აქ?
ყველაფერი ყველაფერი და როდრიგო გოეშიი აქ რას აკეთებს🤣🤣🤣
სასაცილოა პედრი რომ არ არ არის!!😁
ფოდენი როდრიგოს მაგივრად და პედრი ფოდენის ადგილზე.