“აიაქსის” აღმასრულებელი დირექტორი, ედვინ ვან დერ სარი, ანდრე ონანას შეძენით დაინტერესებულ კლუბებს აფრთხილებს.
“რა თქმა უნდა, გლობალური კრიზისის ფონზე, 150-200 მილიონიანი ტრანსფერები უნდა დავივიწყოთ. მიუხედავად ამისა, “აიაქსის” ფეხბურთელები მაინც ძვირადღირებულნი არიან.
გასულ წელს ონანას, ტალიაფიკოსა და ვან დე ბეეკს შევუთანხმდით, რომ სეზონის ბოლომდე დარჩებოდნენ და გადაწყვეტილებას შემდეგ ერთად მივიღებდით. ჩვენს ფეხბურთელებზე 50%-იანი ფასდაკლება არ იქნება“, – ციტირებს ვან დერ სარის სიტყვებს Marca.
“ბარსელონა” იმ გრანდთა შორისაა, რომელთაც ანდრე ონანას შეძენა სურთ. აქამდე, Esport3-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელები კამერუნელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვდნენ. ონანა “ბლაუგრანას”ახალგაზრდულ აკადემიაში 2010-2015 წლებში ირიცხებოდა.