“ბარსელონა” “აიაქსის” მეკარით, ანდრე ონანათი დიდი ხანია დაინტერესებულია და კონტაქტი თავად მოთამაშესთან, მის აგენტთან და ამსტერდამულ კლუბთან ჰქონდა, იტყობინება Esport3.
წყაროს ინფორმაციით, “აიაქსს” კამერუნელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს, მაგრამ ტრანსფერის ასეთ ფასად განხორციელება რთული იქნება და ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მოვლენები.
შეგახსენებთ, რომ ონანა 2010-2015 წლებში “ბარსელონას” ახალგაზრდულ აკადემიაში ირიცხებოდა.
არ გვჭირდება მეკარე
გაასხას