“აიაქსის” აღმასრულებელი დირექტორი, ედვინ ვან დერ სარი, ნუსაირ მაზრაუის შესახებ საუბრობს.
მაროკოელი ფეხბურთელის დამატებით “ბარსელონა” არის დაინტერესებული. იგი მომდევნო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და, გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამულ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, რასაც ვან დერ სარის მიერ გაკეთებული კომენტარიც ადასტურებს.
მოლაპარაკებებში უკვე რამდენიმე თვე დაიკარგა. გვინდა, რომ ჩვენთან დარჩეს, მაგრამ უკვე დეკემბერია და ხომ ხვდებით, ეს ყველაფერი საითაც მიდის?
– თქვა მან Het Parool-თან ინტერვიუში.
24 წლის ფეხბურთელი “აიაქსის” ძირითადი შემადგენლობის წევრია. Transfermarkt-ი მას 18 მილიონ ევროდ აფასებს.
ზიეჩი არ გამოიყურება ცუდად, ჩელსის ტრიუმფში ეგეც იყო წელს "დამნაშავე"
ძაან მაგარია მაზრაუი, მის გარეშე აიაქსის შეტევას კრეატივი აკლდება. უფასოდ დამატება იდეალური იქნება🙏
აიქსიდან ვინც წავიდა ვერავინ ივარგა და იქნებ ეს იყოს გამონაკლისი
თუ არავისთან არ არის შეკრული, მაშინ ეტყობა ბარსასთვის ინახავს თავს. ალბათ ზაფხულში მოვა თუ რა თქმა უნდა ჩავის აინტერესებს ეს როგორც ფეხბურთელი.
აშკარად გვჭირდება მაგ პოზიციაზე ხალხი, ალვეში მოხუცია, დესტი და მინგეზა კი სლეები