6 გამოწვევა ლიონელ მესისთვის, სანამ კარიერას დაასრულებს

6 გამოწვევა ლიონელ მესისთვის, სანამ კარიერას დაასრულებს

ლიონელ მესი უკვე 32 წლისაა და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ისიც, როგორც ყველა ფეხბურთელი, კარიერას დაასრულებს.

გთავაზობთ ექვს გამოწვევას, რომელსაც "ბარსელონას" კაპიტანი მომდევნო წლებში უნდა შეეჭიდოს და კარიერის დასრულებამდე შეასრულოს.

1. ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება (მინიმუმ)

არგენტინელს უკვე 4-ჯერ აქვს ეს ტიტული მოგებული და გასულ სეზონში მეხუთე ტრიუმფთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა... იმედი ვიქონიოთ, რომ ლეო კარიერას 5 ან მეტი ჩემპიონთა ლიგის ტიტულით დაასრულებს.

2. ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი

ამჟამად, ეს წოდება 126 გოლით კრიშტიანუ რონალდუს აქვს, მაგრამ მესი მას ბევრით არ ჩამორჩება (112). ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პორტუგალიელი მესიზე ორი წლით უფროსია, "ბარსელონას" კაპიტანს კარგი შანსი აქვს ფეხბურთის ისტორიაში თავის სახელი კიდევ ერთხელ ჩაწეროს.

3. ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება

ლეოს არგენტინასთან ერთად არ უმართლებს. ყველაზე საწყენი მარცხი მან 2014 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განიცადა. თუმცა, მესის კიდევ ექნება შანსი (2019 კოპა ამერიკა, 2020 კოპა ამერიკა, 2022 მსოფლიო ჩემპიონატი).

4. კიდევ ერთი "ოქროს ბურთი" (მინიმუმ)

მას და კრიშტიანუ რონალდუს 5-5 "ოქროს ბურთი" აქვთ. თუ მესი კიდევ ერთხელ მოიგებს ამ ჯილდოს, ის ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშე იქნება, რომელიც ექვსჯერ იქნება დასახელებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.

5. კიდევ ერთხელ ექვსი ტიტულის მოგება (მინიმუმ)

2009 წელს მან უკვე მოახერხა ექვსივე შესძლო ტიტულის მოგება. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მესი ამის გამეორებას.

6. გოლი ახალ "კამპ კოუზე"

"ბარსელონა" "კამპ ნოუს" რეკონსტრუქციას 2023 წელს დაასრულებს. ამ დროს, მესი 36 წლის იქნება. თუ არგენტინელი მოახერხებს ახალ სტადიონზე გოლის გატანას, ეს მართლაც განსაკუთრებული მომენტი იქნება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #7 26 ივნისი 2019 16:50
    0
    იმედია ყველაფერს წარმატებით გაივლის მეფე
    Messi, Iniesta
    სტუმარი [?]
    #6 25 ივნისი 2019 20:41
    4
    ლეოსთვის შეუძლებელი არაფერია! blush heart_eyes
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 ივნისი 2019 18:25
    8
    6-ვე მისიას შეასრულებს ლომი <3
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 ივნისი 2019 15:40
    4
    არგენტინის ფავორიტობის სტატუსი ძალიან შემცირებულია
    ამიტომ ეხლა უფრო არის მოსალოდნელი, რომ კოპას მოიგებენ
    სასაცილოა, მაგრამ მოულოდნელობაა ყველაზე მეტად ტოტალიზატორებისათვის სახეირო
    Ikks
    სტუმარი [?]
    #3 25 ივნისი 2019 15:22
    4
    ადრე მეც ვფიქრობდი რომ მესის 2 წლით უმცროსობა რონალდუსთან შედარებით უპირატესობა იყო, მაგრამ აშკარად აღარაა )) შეხედეთ რონალდუს ფიზიკურ ფორმას)) ამას პლიუს პორტუგალიელი ფორვარდად იქცა მესი გამთამაშებლად, რონალდუს შეუძლია დაჟე ევროპაში 40 წლამდე ითამაშოს და გოლები ყაროს, სადაც ქვალიარელა ამ ასაკში ამდენს იტანს..
    Culé [?]
    #2 25 ივნისი 2019 15:06
    2
    Mesi kopa unda dado wels
    Abzo315
    სტუმარი [?]
    #1 25 ივნისი 2019 14:32
    8
    კაროჩე თუ მოიგებს არგენტინა კოპას, მესისაა უეჭველი ოქროს ბურთი