Sky Sports Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” და “ინტერი” 22 წლის თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “ნერაძური” ლაუტაროს სანაცვლოდ 90 მილიონსა და 2 ფეხბურთელს ითხოვს. იგივე წყარო ასახელებს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც “ბარსელონამ”, შესაძლოა, არგენტინელი შემტევის ტრანსფერში ჩართოს. ესენი არიან: ნელსონ სემედუ, ჟუნიორ ფირპო და არტურო ვიდალი.
“ინტერი” დაცვის ფლანგების გაძლიერებას აპირებს. სწორედ ამიტომ მილანური კლუბი ფირპოთი და სემედუთი ინტერესდება. რაც შეეხება ვიდალს, მისი დამატების სურვილს გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გამოთქვამს.
ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან ხსენებული ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში:
ნელსონ სემედუ
პორტუგალიელმა მარჯვენა მცველმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე 2103 წუთი გაატარა. სემედუმ 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 26 წლის ფეხბურთელმა, კიკე სეტიენის მოსვლის შემდეგ, აშკარად მოუმატა. ნელსონი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მარცხენა მცველადაც თამაშობდა.
ჟუნიორ ფირპო
როგორც ფირპომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ის “ბარსელონაში” ჯერ კიდევ ადაპტაციის ეტაპზეა. 22 წლის მარცხენა მცველმა, რომელიც კატალონიურმა კლუბმა გასულ ზაფხულში დაიმატა, 17 თამაში ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი გააკეთა.
არტურო ვიდალი
ვიდალის ანგარიშზე 31 მატჩია, თუმცა მან ძირითადში მხოლოდ 13 შეხვედრა დაიწყო. არტურო კატალონიურ გუნდს ბევრჯერ დაეხმარა. 32 წლის ნახევარცველის წვლილი ნამდვილად დასაფასებელია. ჩილელის აქტივში 6 ბურთი და 3 საგოლე გადაცემაა.
სემედუ (45-50), რაკიტიჩი (20-25), ვიდალი (20-25), ფირპო (20-25) მლნ და ლაუტარო ჩვენია არანაირი კაპიკის დამატება
აი რა სისუელელეა რა სემედუ რა ვიდალი თქვენ ხომ არ აპარჭყალებთ ვინ ჩემი ფეხებია ეს ლაუტარო რო გადააყოლეთ მთელი გუნდი
სემედუს შეეშვან და მაგათ რაკიტიჩი მიაყოლონ პლიუს ალბას ნორმალური ზამენა იყიდონ და ზოგადად ახლა დაცვის ხაზი უფრო უნდა გააძლიერონ ვიდრე შეტევის