workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნან კრესპო: გრიზმანის საუკეთესო ვერსია “ბარსელონაში” ჯერ არ გვინახავს

ერნან კრესპო: გრიზმანის საუკეთესო ვერსია “ბარსელონაში” ჯერ არ გვინახავს

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ერნან კრესპო მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” თავდამსხელზე, ანტუან გრიზმანზე მისი სატრანსფერო ღირებულება უარყოფით გავლენას ახდენს.

კატალონიურმა კლუბმა ფრანგ შემტევში გასულ ზაფხულში 120 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა 29 წლის ფეხბურთელი, ჯერჯერობით, მისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას ვერ ახერხებს.

“უკვე არსებობენ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, რომლებიც დღეისათვის, დანარჩენებთან შედარებით, სხვა დონეზე იმყოფებიან. შემდეგ მოდიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან მომწონს – რობერტ ლევანდოვსკი, ქარიმ ბენზემა, ლუის სუარესი, თუ მხოლოდ “ცხრიანებზე” ვსაუბრობთ. თუ ისეთ მოთამაშეებს ვგულისხმობთ, რომლებსაც თამაშის განსაკუთრებული ხედვა აქვთ, მათ ესეც შეუძლიათ.

ფეხბურთელი, რომელზეც სატრანსფერო ფასი ცოტა ცუდად მოქმედებს, გრიზმანია. თუმცა, ის უნდა ადაპტირდეს. ანტუანი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. მან უკვე მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ფრანგი თამაშს ძალიან კარგად კითხულობს. მისი საუკეთესო ვერსია “ბარსელონაში” ჯერ არ გვინახავს.

გრიზმანმა ახალი გამოწვევა მიიღო. ის სრულიად განსხვავებულ ფილოსოფიას უნდა მოერგოს. მას დრო დასჭირდება”, – კრესპოს ამ სიტყვებს Tribal Football ციტირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 04 მაი 2020, 08:23
    #3

    იმედია გაისხსნება

  • რივალდო-მესი
    schedule 03 მაი 2020, 22:45
    #2

    ჩვენთან რომ იციან ფეხბურთელის ბოლომდე გახსნა ისე უნდა😞 29 წლის მსოფლიო ჩემპიონი რომელშიც 120 მილიონი გადაიხადეს და პოზიცია შეუცვალეს. ნეტა რა ჭირს? სიმიონე და დედამი ხო ლენჩები არიან და თბითონ საეყალი გრიზმანიც ისეთი იდიოტია კარიერას დაამთავრებს მალე და არ იცოდა ტიპმა გარემარბი რომ იყო. ეს მარტო ამ აზრის ტიტანების ვალვერდე, სეტიენი და მთავარი მოაზეოვნე ბართლომეუს თავში არის ჭეშმარიტება.

  • Andres_Iniesta
    schedule 03 მაი 2020, 22:44
    #1

    პიანიჩზე და არტურზე რა ამვავია

    ბორდი რო *** იყო ვიცოდი მარა ასეთი?

    22 წლის პერსოექტიული ფეხბურთელი რატო უნდა გაცვალო 30 წლის ფეხბურთელში აი რატო???