“ბრაგაში” განათხოვრებული აბელ რუისი თავის თანაგუნდელზე, ფრანსიშკუ ტრინკაუზე საუბრობს, რომელიც “ბარსელონამ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინა და კლუბს ზაფხულში შეუერთდება.
“ტრინკაუ წარმოუდგენელი ფეხბურთელია, მაღალი ხარისხითა და გამორჩეული პიროვნულობით. ის “ბარსაში” ძალიან კარგი იქნება.
ჩემი მისვლის დროს ტრინკაუ ძალიან დამეხმარა. მან ჩემგან ესპანური ისწავლა და კატალონიურად საუბარი შეუძლია.” – ციტირებს რუისს Catalunya Radio.
ეს ტრინკაო თუ ტოტო კუტუნიო ვინარის ?
იმედია მარცხენა ფლანგზე არ დაალპობენ და სათამაშო დროს მისცემენ, ისე რომ ვაკვირდები მომავალ სეზონში მგონი ნეიმარიც აღარ დაგვჭირდება ფატი, დემბელე, გრიზმანი, სუარესი, ბრაიტი, მესი და ტრინკაუ იქნებიან და კიდე გამოიძახებენ ხოლმე ერთ შემტევს, ანუ გამოდის რომ ყველა პოზიციაზე გვეყოლება რესურსი შეტევაში მომდევნო სეზონში და ვფიქრობ ნეიმარები დაშმეიმარები აღარ იქნება საჭირო, თუ მაინცდამაინც ლაუტაროს ჩააკვდნენ მაშინ დემბელეში გაუცვალონ, ან ვიდალი და გრიზმანი იჯარით გამოსყიდვის გარეშე
ჰოო.. ასევე ვაკვირდებოდი მიმდინარე მოვლენებს, აი საფრანგეთში რომ გამოაცხადეს პსჟ ჩემპიონად, მგონია რომ ჯერ კიდევ დიდი დრო იყო სეზონის დასრულებამდე და არავინ იცოდა რა მოხდებოდა, ამიტომ ჯობია ესპანეთიც ჰოლანდიის მსგავსად მოიქცეს და ჩემპიონატი დაასრულოს ევროსაგზურები დაარიგოს, ბოლო ადგილას გასულნი დააქვეითოს და ჩემპიონად არავინ დაასახელოს. მაგრამ მერე როგორც ვიცი ატლეტიკო გააპროტესტებს, მაგენისთვის ხო ჩ. ლიგის გამოტოვება სიკვდილია :D:D
ვნახოთ ვნახოთ მე დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭის
ორივე მენახეთ მალე ბარსაში
ხავისთან ერთად