როგორც მოსალოდნელი იყო, “გალათასარაისთან” პედრის შთამბეჭდავ თამაშს შესაბამისი შედეგი მოჰყვა – “ბარსას” ახალგაზრდა ნახევარმცველი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ოთხ ნომინანტს შორის დასახელდა და ამასთან ერთად, დიდი ალბათობით, კვირის საუკეთესო გოლის ავტორიც გახდება.
პედრიმ თურქეთში “ბარსას” გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რომლის წყალობითაც კატალონიური კლუბი ევროტურნირის 8 საუკეთესო გუნდს შორისაა.
იხილეთ: პედრის შესანიშნავი გოლი “გალათასარაის” კარში
საუკეთესო მოთამაშის სტატუსისთვის პედრის კონკურენციას მერიჰ დემირალი (ატალანტა), ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი) და აბელ რუისი (ბრაგა) უწევენ, საუკეთესო გოლის ნომინაციაში კი ტომაშ სოუჩეკი, პეპე კოსა (პორტუ) და ჟერემი ბოგა (ატალანტა).
ძაან მაგარია ეს ვირის შვილი🤣🤣❤️❤️
5-ჯერ ვუყურე პედრის გოლს , ძალიან ლამაზი გამოუვიდა, დარტყმებზე უნდა ივარჯიშოს საჯარიმოს გარედან, მერე სრულყოფილი ნახევარმცველი იქნება. მოთმენლად ველი ელ-კლასიკოს მჯერა რომ ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ თავისი ენერგიითა და მონდომებით. ალბათ რამდენმა გულშემატკივარმა მოიბრუნა პირი ისევ ბარსასკენ და ისევ კარგის მოლოდინით უყურებენ თამაშს❤
აბელ რისი.ჩვენი ლა მასიელი,არ მახსოვდა თუ ბრაგაში თამაშობდა.ვნახო უნდა მისი გოლი 😎😊
ძალიან ლამაზი გოლი იყო, მაგრამ მე მგონი იმ შორიდან დარტყმულ გოლებს შორის აარჩევენ რაც გუშინ სხვა თამაშებში ვნახეთ.