წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 იანვარს მოხდა.
თამაშები
28 იანვარს “ბარსელონას” 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1918 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1954-1955) სანდრო პუპო.
1934 წელი
მადრიდში, “ჩამარტინზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” 0-4 განადგურდა. სტუმართა კარში ერთი გოლი “ბლაუგრანას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟოზეპ სამიტიერმა გაიტანა.
1940 წელი
“ჩამარტინზე” გამართული “ელ კლასიკოს” მე-3 წუთზე ანგარიში უკვე 1-1 იყო, საბოლოოდ “რეალ მადრიდმა” 2-1 მოიგო. სტუმართაგან გოლი პასკუალმა გაიტანა.
2000 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი აბელ რუისი. 2019/2020 წლების სეზონში მან “ბარსელონას” პირველ გუნდში 1 თამაში ჩაატარა.
2012 წელი
“ვილიარეალთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში (0-0) ჟერარ პიკემ ლა ლიგაში “ბარსელონას” მაისურით მე-100 თამაში ჩაატარა.
2012 წელი
“ვილიარეალთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში (0-0) ლა ლიგაში კრისტიან ტელიოს დებიუტი შედგა.
2018 წელი
“ალავესთან” “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში (2-1) ფილიპე კოუტინიომ ლა ლიგაში “ბარსას” მაისურით პირველად ითამაშა.
2026 წელი
“კოპენჰაგენთან” 4-1 მოგებული შეხვედრის მე-60 წუთზე ლამინ იამალის მიერ გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთვის” რიგით 750-ე გამოდგა.
მადლობთ საინტერესო იყო
იმედია კუმანი ამოიჩემებს ეგ ხომ ისედაც ამოჩემების ოსტატია:დ:დ
ხო მარა სწორ ხალხს ვერ იჩემებს. აი რამეზე რო გააკრიტიკოს ლენგლემ მერე კი ბატონო. მოდით რამე სტატია შევუთითხნოთ :დ ვითომ ლენგლემ კუმანის სტილი ვარჯიში ან ვარცხნილობა გააკრიტიკა. ჰალას ადმინს დავეკითხოთ, ეგაა ოსტატი, გვარამიაა საიტის. ხოდა გავავრცელოთ იქნებ მივიდეს კუმანის ყურამდე
არადა დღეს გუნდს ფული ჭირდება, ფატი პედრი ფრენკი არაუხო შტეგო ხელშეუხებლები არიან. ვიღაც ხო უნდა გაიყიდოს? უმტიტიში და ეგეთ სასტავში დიდ ფულს არავინ გადაიხდის, თან ამხელა ხელფასები აქვთ. ლენგლეა ყველაზე კაი გასაყიდი, ახალგაზრდაა ასე თუ ისე. ძირითადის კაცი, გვარდიოლას რო ევასება ეგეთი ტიპის მცველი. 40 მილიონად გაიყიდება.
ისე კოუმ თავიდან კარგად დაიწყო, ლამაზი გოლებიც გაიტანა მაგრამ მერე როგორცკი ვალვერდემ პოზიცია შეუცვალა მის მერე დაიკარგა და ვეღარ იპოვა თავისი თამაში
ესეიგი დღეს მაინცდამაინც სასიხარულო არაფერი მომხდარა, ან წაგებები ან უგოლო ფრეები😆
მართლა მოთმინებით ვუცდი როდის და რა უნდა ქნას ლენგლემ კიდევ უარესი,რო სკამზე დასვან ან ვაბშე გააგდონ. არადა რა კარგი სტარტი ქონდა რამ დააკლევა ასე ყველაზე სამარცხვინო მცველად გადაიქცა ბარსას ძირითადში ვინც მინახავს
ეხ კოუ როგორ მინდოდა რომ მოხოდილიყო და რომ გადმოვიდა როგორ მიხაროდა😔😔