ესპანეთის ნაკრებმა შვედეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

ესპანეთის ნაკრებმა შვედეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

ესპანეთის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში "ბარსელონას" სამი ფეხბურთელი ირიცხება, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის მატჩი გამართა. "ფურია როხამ" მადრიდში შვედეთს უმასპინძლა. 

ესპანელები მთელი თამაშის განმავლობაში ყველა კომპონენტში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ანგარიში მხოლოდ 64-ე წუთზე გახსნეს, როცა თავი პენალტით სერხიო რამოსმა გამოიჩინა. მალევე, შვედეთის ნაკრების კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ცვლილებაზე გამოსულმა ალვარო მორატამ გამოიყენა (85'), 87-ე წუთზე კი ასევე ცვლილებაზე გამოსულმა მიკელ ოიარსაბალმა საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით სხვაობა სამბურთიანი გახადა. 

ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და მოედანზე 90 წუთი გაატარეს, სერჟი რობერტო კი მწვრთნელმა თამაშში არ ჩართო. 

ლუის ენრიკეს გუნდს 4-დან 4 გამარჯვება აქვს და ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ. ამ ტურის შემდეგ, მეორე ადგილზე რუმინეთმა გადაინაცვლა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    B A R C A
    სტუმარი [?]
    #4 11 ივნისი 2019 14:50
    1
    ადმინ ზოგჯერ საოცარ რაღაცას წერთ! შვედეთია ისევ მეორე ადგილზე, საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაციები😀
    [?]
    #3 11 ივნისი 2019 09:56
    3
    ციტატა: Kaka22
    მცველი შედის ესპანეთის ბომბარდირთა 10-ეულში :დდ და კარიერაში 100+გლლიაქ გატანილი გიჯიაა რა რამოსიტოოო

    და ამის მერე ვან დეიკი და ოქროა ბურთიო

    თავის ჩასვრილს რო გოლით ფარავს ეგაა მაგის პლიუსი. რამოსის ყველაფრის მკადრებელი დედაც მოვ..ან
    Anastasia13
    სტუმარი [?]
    #2 11 ივნისი 2019 02:13
    1
    heart_eyes heart_eyes heart_eyes iuhuuuu
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ივნისი 2019 01:51
    1
    არადა ნაკლები მწგონა ეს იგრა კიდე კაი 1-იანი დავწერე :დდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued