გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელის, პედრის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს. მათგან ერთ-ერთია სევილიური “ბეტისი”, რომლის სპორტულმა დირექტორმა, ალექსის ტრუჟილიომ, 17 წლის შემტევი ნახევარმცველით დაინტერესება დაადასტურა.
“ბარსელონამ” პედრი გასული წლის სექტემბერში “ლას პალმასიდან” 5 მილიონ ევროდ შეიძინა. ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი “ბლაუგრანას” განკარგულებაში მომდევნო სეზონიდან იქნება.
“გეგმებს ჯერ კიდევ ვაწყობთ. ბევრი რამ გადასახედი დაგვრჩა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდის განახლდება და დასრულდება სეზონი.
პედრის სატრანსფერო ბაზარზე ვაკვირდებოდით. ის შესანიშნავად თამაშობს. მას კარგი ტექნიკა აქვს. ესპანელი მაღალ დონეზე იმყოფება, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი მოთხოვნილებებზეა დამოკიდებული”, – ციტირებს “ბეტისის” სპორტული დირექტორის სიტყვებს Marca.
ძაან მეიმედება, იმედია 2-3 წელში ვიხილავთ ბარსას სასტარტოში