17 წლის შემტევი ნახევარმცველით, პედრით, რომელიც მომდევნო სეზონიდან “ბარსელონაში” ითამაშებს, რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
“ბარსელონამ” პედრი გასული წლის სექტემბერში “ლას პალმასიდან” 5 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ის კვლავ სეგუნდა დივიზიონის კლუბში თამაშობს. ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი კატალონიურ გუნდს პრე-სეზონისთვის შეუერთდება. ივარაუდება, რომ “ბლაუგრანა” ახალგაზრდა ფეხბურთელს ისევ იჯარით გაუშვებს, თუმცა არა მის ამჟამინდელ კლუბში.
კატალონიური წყაროს ცნობით, პედრის დამატების სურვილს ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენლები, კერძოდ, “სოსიედადი”, “ბეტისი” და “სელტა” გამოთქვამენ. პერსპექტიული ნახევარმცველით ინტერესდება ჰოლანდიური “აიაქსიც”.
აიაქსს თავისი ტალანტებიც ყავს, სოსიედადია კარგი მარა ეგ რეალის ბ გუნდია შესაბამისად არ მჯერა მაგათი. სელტაც აღარ მომწონს ლუჩოს წასვლის მერე. ბეტისი ყველაზე ნორმალური იქნებოდა, აქვთ სწორი კურსი. თან მაგარი ნიჭიერია და მეცოდება სეგუნდაშიც და მით უმეტეს ბარსა ბ შიც. იემდია სწორ გუნდს შეურჩევენ თუ არადა მოვა ჩავი და მიხედავს.
მაგარი ბიჭია ჯერ 17 წლისაა და დონეა და 2-3 წელში შანს თუ მიცემენ დაღვინდება და უძლიერესი ნახევარმცველი იქნება.
აიაქსი კი კარგია, მაგრამ ლა ლიგის გუნდში ჯობს გაშვება, ლიგას შეეჩვევა და მერე ადაპტაციაც აღარ გაუჭირდება.
აიაქსში 2 სეზონი ყველაზე კარგი იქნებოდა
Sastavshi vera magra tamashobs