“ბარსელონას”, პრობლემები, სახელმძღვანელო შტაბის გარდა, მოთამაშეებთან მიმართებაშიც აქვს – გუნდის თითქმის ნახევარი წევრის მომავალი ჯერაც ბუნდოვანია.
- ვეტერანი ფეხბურთელები, ივან რაკიტიჩი და არტურო ვიდალი წასვლასთან ყველაზე ახლოს არიან. მათ კონტრაქტში მხოლოდ 1 წელი რჩებათ. “ბლაუგრანა” ხსენებულ მოთამაშეებს ან გაყიდის, ან სასურველ ტრანსფერებში ჩართავს. ჩილელის ბედი, დიდი ალბათობით, “ინტერს” დაუკავშირდება, ხორვატი კი კლუბის დატოვების შემთხვევაში, ალბათ, “სევილიაში” დაბრუნდება.
- მორიგი ნახევარმცველი, რომლის გეგმების შესახებაც ჯერ არ ვიცით, კარლეს ალენიაა, რომელიც ამჟამად იჯარის წესით “ბეტისში” იმყოფება.
- ჟან-კლერ ტოდიბო “შალკეშია” განათხოვრებული. Sport-ის ინფორმაციით, გერმანულ გუნდს იჯარის გახანგრძლივება სურს.
- “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მარცხენა მცველის გაფორმებას შეეცდება, ვინაიდან, ჟუნიორ ფირპომ სეზონი მოსალონდელზე ცუდად დაიწყო. კატალონიური კლუბი 23 წლის წარმოშობით დომენიკელის სანაცვლოდ ნიკოლას ტალიაფიკოს მოყვანას უმიზნებს.
- “ლურჯ-ბროწეულისფერები” ნელსონ სემედუს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობენ, თუმცა გამოცემა Sport ფეხბურთელის ჟოაუ კანსელუში გაცვლასაც არ გამორიცხავს.
- Marca იუწყება, რომ სამუელ უმტიტის “ბარსელონას” დატოვება არ სურს, პრესა კი მის შემცვლელად პაუ ტორესს, ხორხე კუენკასა და გაბრიელ მაგალაესს განიხილავს.
- 21 წლის მარჯვენა მცველი, მუსა ვაგე სეზონის ბოლომდე “ნიცაშია” განათხოვრებული. ფრანგულ კლუბს მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეუძლია.
- ამ დროისთვის, ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მაინც ფილიპე კოუტინიო და უსმან დემბელე რჩებიან. Spot ირწმუნება, რომ ფრანგი შემტევის შეძენას ევროპის გრანდები ხშირი ტრავმიანობის გამო უფრთხიან. მიუხედავად ამისა, უსმანი ყველაზე ახლოს “მანჩესტერ იუნაიტედთანაა”. რაც შეეხება ბრაზილიელს, მას “ჩელსიში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა კიკე სეტიენს მისი შენარჩუნება სურს.
რაკიტიჩი ვიდალი დემბელე ფირპო ნეტუ-გასაშვებია სუყველა
შტეგო
სემედუ პიკე უმტიტი ალბა
არტური დეიონგი კოუტინიო
მესი გრიზმანი ნეიმარი
პენია
ვაგე ტოდიბო ლენგლე ტალიაფიკო
რობერტო ბუსკეცი ალენია
ტრინკაო სუარესი ბრეიტვეიტო
არაუხო კოლიადო პუჩი და ფატი ბარსა-ბდან
წელს ძვირიანი ფეხბურთელების იაფად გაყიდვა სისულელე იქნება. გააიჯარონ და შემდეგ წელს მეტს აიღებენ. კოუ გააიჯარონ ჩელსიში, აიღონ იჯარაში ერთი 8-10 მილიონი და ჩადონ გამოსყიდვის ვალდებულება!!!!! და არა შესაძლებლობა. 60-70 მინიმუმ. თორე კრისა ბაიერნმა რაც გვიქნა იგივე მოხდება. დატოვებით გაჭირდება დატოვება 12 აქვს ხელფასი და ვერ გადაიხდიან. ავირტყამთ ბანს სახელფასო ჭერის დარღვევისთვის. თუ დემბელე ან გრიზი არ წავიდა ვერ დააბრუნებენ. ერთი ვარიანტია ვიდალი და რაკიტიჩი თუ წავლენ და იმათ ნაცვლად თუ დაბრუნდება. ვიდალს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს, იაფი დაუჯდათ და ხელფასი მაღალი მისცეს და უეჭველი გაუშვებენ მაგასაც და რაკეტასაც, თუ აუარს ან ფაბიან რუისს ვერ იყიდიან დაბრუნდეს ისევ კოუ. შეტევაში არ ვიცი, ცვლილება გვინდა მარა ვინ უნდა გავუშვათ ვერ ვხვდები. დემბელეს ვერ ყიდიან, რომც გაყიდონ ნეიმარის ან სანჩოს მომყვანები არ არიან და ვილიანი და ვიღაც ბებრები რათ გვინდა. ლაუტაროს ადგილს უახლოესი 1 ან 2 წელი მე ვერ ვხედავ. დემბელეს იანვრამდე დააკვირნდნენ ერთი ტრავმაც თუ მიიღო იყიდონ ვინმე და ეს მოაშორონ თუნდაც უფასოდ. უმტიტი თუ წავიდა რომანიოლი ვიყიდოთ, თუ არადა დარჩეს. ტოდიბოც უნდა დაბრუნდეს და ალენიაც. შტეგენი ნეტო. პიკე ლენგლე უმტიტი/რომანიოლი ტოდიბო. სემედო,ემერსონი ალბა ფირპო (1 შანსს ისმახურებს კიდე), ბუსი ფრენკი არტური ალენია პუჩი კოუ რობერტო (მატეუსს და პედრის გააიჯარებენ კიდე თითო წლით) ტრინკაო ფატი დემბელე მესი სუარესი გრიზი. კარგი მწვრთნელი ამათ და იდეალურ გუნდს შეკრავს. შეტევაში მესი სუარესი გრიზმანი ან დემბელე და მაგათ უკან კოუ კარგი 4 ული. ფრენკი დააზღვევდა უკნიდან და იქნებ მერე მაინც ითამაშოს კოუმ.
ანუ კიდევ ერთი წელი დარჩეს და მერე თუ არ მოიხოდა უფრო ძვირად გაყიდი? კაცი რო 4 წელი ვერ მოიხოდება კარგად გაყიდი? თუ ეგენიც ბართოს ჭკუისები გგონია.ეხლა ყოყმანობენ და ერთი წლის შემდეგ არ მოხოდილ კაცს უფრო კარგად გაყიდი? არვიცი ძმაო.
სეტიენმა მიაყენოს ერთი ადგილი რა კოუტინიოს შენარჩუნება, სადაც ეგ ვითომ და კარგად თამაშობს მაგ ადგილას გრიზმანი უკეთესია და დაცვასაც დაეხმარება მაგ ფარფატა პეპელისგან განსხვავებით
ტოდიბო დასაბრუნებელია , დემბელე ერთი სეზონი აუცილებლად უნდა დარჩეს და იმედია მოიხოდება თუარადა გაისად გაყიდონ კრიზისიც არ იქნება და მეტს აიღებენ მაგის ტრანსფერში, კოუტინიო კიკე ფიქრობს საჭირო კაციაო და ვეთანხმები ძაან ჭკვიანია საუკეთესო დარტყმით და ტექნიკით პასის კულტურით და თუ მაინცდამაინც კანტე დაითრიონ ხო იყო საუბარი, დანარჩენი ყველა გასაყიდია უმტიტი ალენიათი დამთავრებული. არ მახსოვს ბარსაში ამდენი ტარა როდის იყო ბოლოს მოსაშორებელი ეს ყველაფერი ბარტომეუს სულელური სატრანსფერო პოლიტიკის ბრალია. სემედუს რაც შეეხება თუ გასვებაა გაყიდონ 45-55 მილიონად და ემერსონი გადმოიყვანონ ბეტისიდან გაცილებით ძლიერი ფლანგელია რა კანსელუ ტოო??