სესკ ფაბრეგასმა თითო კლუბიდან 4 საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

სესკ ფაბრეგასმა თითო კლუბიდან 4 საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა

“ბარსელონას” ყოფილმა და “მონაკოს” ამჟამინდელმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა თითო კლუბიდან საუკეთესო თანაგუნდელები დაასახელა.

როცა ესპანელს გუნდელების ამორჩევა სთხოვეს, მან უპასუხა: “ტიერი ანრი, ლეო მესი, ედენ აზარი და რადამელ ფალკაო”.

ფაბრეგასი ფრანგთან – “არსენალში”, არგენტინელთან – “ბარსაში”, ბელგიელთან – “ჩელსიში”, ხოლო კოლუმბიელთან “მონაკოში თამაშობდა.

სესკი “ლა მასიას” აღზრდილია, თუმცა 2003 წელს “არსენალში” გადავიდა, რის შემდეგაც, 2011 წელს, 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ კატალონიურ გრანდში დაბრუნდა. 3 წლის შემდეგ, ფაბრეგასი კიდევ ერთ ლონდონურ კლუბს, “ჩელსის” შეუერთდა, ამჟამად კი “მონაკოში” ირიცხება.

32 წლის ფეხბურთელმა “ბარსელონური” კარიერის განმავლობაში 151 მატჩში თავი 42 გოლით გამოიჩინა და 6 ტიტული მოიპოვა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • ფლოკი
    22 აპრ 2020, 02:51

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: ფლოკი
    ფაბრეგასი, პაულინიოს რაკიტიჩს არტურს და არტურო ვიდალს ერთად აღებულს სჯობია


    ზოგადად შეიძლება მარა ბარსასთვის პაულინიომ უფრო მეტი გააკეთა იმ ერთ უსახურ წელში ვიდრე ამან. ვაფშე ვერაფერში გამოგვადგა. პეპიც მალე წავიდა, მარტინო-ტიტოს ბარსა კატასტროფა იყო. აი ლუჩოს დროს რო მოსწრებოდა ჩაჯდებოდა კარგად და ლიგაც ექნებოდა მოგებული. ტრიპლეტში მიIღებდა აქტიურ მონაწილეობას მარა მაურინიოსთან გაიქცა. 1 ნაბიჯითაც არ განვითარებულა ბარსაში მოსვლის დღიდან. არსენალში და თუნდაც ჩელსიში სულ სხვა იყო ფაბრე. კონკურენციაც დიდი ქონდა აქ მარა სათამაშო დრო ბევრი ეძლეოდა. ხან 9 ზე იდგა, ხან ჩავის ცვლიდა ხან ინის, მარტინომ კიდე როცა ინიესტა მარცხენა ვინგერად აწია მთელი სეზონი ძირითადში იყო.


    კი მაგაში ნამდვილად გეთანხმები, ფაბრეგასმა თავი ისე ვერ დაგვამახსოვრა როგორც მისი დონის ფეხბურთელს ეკადრება, გარემოებების ხელშეწყობაც სჭირდებოდა და რაღაც მომენტში არ გაუმართლა ისეთ დროს მოუწია ბარსაში ყოფნა, გვატდი რო დარჩენილიყო ფაბრე მეტად გამოავლენდა თავს

  • Don_Andresito
    21 აპრ 2020, 20:56

    ციტატა: ფლოკი
    ფაბრეგასი, პაულინიოს რაკიტიჩს არტურს და არტურო ვიდალს ერთად აღებულს სჯობია


    ზოგადად შეიძლება მარა ბარსასთვის პაულინიომ უფრო მეტი გააკეთა იმ ერთ უსახურ წელში ვიდრე ამან. ვაფშე ვერაფერში გამოგვადგა. პეპიც მალე წავიდა, მარტინო-ტიტოს ბარსა კატასტროფა იყო. აი ლუჩოს დროს რო მოსწრებოდა ჩაჯდებოდა კარგად და ლიგაც ექნებოდა მოგებული. ტრიპლეტში მიIღებდა აქტიურ მონაწილეობას მარა მაურინიოსთან გაიქცა. 1 ნაბიჯითაც არ განვითარებულა ბარსაში მოსვლის დღიდან. არსენალში და თუნდაც ჩელსიში სულ სხვა იყო ფაბრე. კონკურენციაც დიდი ქონდა აქ მარა სათამაშო დრო ბევრი ეძლეოდა. ხან 9 ზე იდგა, ხან ჩავის ცვლიდა ხან ინის, მარტინომ კიდე როცა ინიესტა მარცხენა ვინგერად აწია მთელი სეზონი ძირითადში იყო.

  • ფლოკი
    21 აპრ 2020, 17:29

    ფაბრეგასი, პაულინიოს რაკიტიჩს არტურს და არტურო ვიდალს ერთად აღებულს სჯობია

  • messi and iniesta
    21 აპრ 2020, 15:01

    კარგი ფეხბურთელი იყო ბარსაში რომ დარჩენილიყო კარგი იქნებოდა