“რეალის” საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა ნახევარმცველი ტაკეფუსა კუბო, რომელიც “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია, “ბლაუგრანას” მადლობას უხდის და მადრიდულ კლუბს სრულ ერთგულებას უცხადებს.
“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო “ბარსელონას”, “ტოკიოსა” და “იოკაჰამას”. ასევე, მადლობა “მალიორკას” და ყველა თანაგუნდელსა და მწვრთნელს, რომლებიც ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარნენ.
როდესაც 18 წლის გავხდი, გუნდის არჩევის შანსი მომეცა. “რეალი” ავირჩიე იმ ინტერესის გამო, რომელიც მადრიდელებმა გამოიჩინეს. ამისთვის მადლობელი ვარ. ახლა ნამდვილი “მადრიდისტა” ვარ.
ვიცოდით, რომ ჩემით ბევრი კლუბი ინტერესდებოდა, მაგრამ ოჯახსა და აგენტს არანაირი მოლაპარაკება არ სურდათ, სანამ 18 წლის გავხდებოდი, რადგან წარსულში ამასთან დაკავშირებით პრობლემები გქვონდა. როგორც კი სრულწლოვანი გავხდი, მადრიდელები იაპონიაში გვესტუმრნენ. ეს შესანიშნავი ჟესტი იყო”, – ციტირებს ტაკეფუსა კუბოს სიტყვებს AS.
იაპონელი ტალანტი “ბარსას” აკადემიაში 2011-2015 წლებში თამაშობდა. შემდეგ კუბომ “ბლაუგრანა” FIFA-ს აკრძალვის გამო დატოვა. კატალონიელები მის დამატებას გასული წლის ზაფხულში კიდევ ცდილობდნენ, თუმცა მან “ბლაუგრანაში” დაბრუნებას “რეალში” გადასვლა ამჯობინა. 18 წლის ფეხბურთელი ამჟამად “მალიორკაში” იჯარით იმყოფება.
კუბო კი არა ბეილმა და ხამესმა ვერ მოიკიდეს ფეხი რეალში, ერთი ჩაგდებული თამაში და პერესი ისე გაუშვებს ხეტაფეში, მადლობას აქეთ ათქმევინებს.
ვააა თავად აღიარა -ოზისშვილი რომაა
ღმერთმა უმრავლოს რეალს ასეთი მადრიდისტები, რეალმა რო ნახ უიზე გაუშვას და მერე ვთქვად მანჩეტერმა იყიდოს იტყვის მთელი ცხოვრება წითელი ეშმაკი ვიყავიო.კიდეკაი მოვიშორეთ ეს და ჩავი სიმონსი ორი ფულის მონა უპრინციპო ლაწირაკი
გველი გაგვიზრდია უბეში
რახან მადრიდისტა ხარ არავის არაფერი მოჭამო გასიებულთავა ლილიპუტო🤣
კი 5წელში იქნევა ვალეკანოებში და მალიორკებში იჯარით და მერე ვნახოთ
დაივიწყე ყველაფერი და ნამდვილი მადრიდისტა გახდი? მაგ ვითომ მადლობას ჩაგაყოლებენ კუბოში. ვერ წარმომიდგენია გადახვიდე მტრის ბანაკში და ვითომ არაფერი და მერე იძახო ნამდვილი მადრიდისტა გავხდიო. ნამდვილი ყ.. ხარ, მოგიხან მინდორ ველი.
ეე ვნახავ 5 წელში სხვას როგორ იჭიქჭიკებ ჩემო კუბო თუ როიალო