ბოლო პერიოდში პრესაში ხშირად იწერება “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის, წასვლის თაობაზე. ერთ-ერთ ვარიანტად “სევილია” სახელდება. Sport კი ასახელებს იმ ორ ფეხბურთელს, რომელიც შესაძლოა, “ბარსელონამ” რაკიტიჩის სანაცვლოდ მიიღოს.
გავრცელებული ცნობით, თავად რაკიტიჩს კარიერის “სევილიაში” გაგრძელება სურს. ანდალუსიელებიც დაინტერესებულნი არიან ტრანსფერით, თუმცა შემაფერხებელ გარემოებას ფინანსური მხარე წარმოადგენს. “ბარსელონა” მას 20 მილიონ ევროდ აფასებს, გარდა ამისა, “სევილია” იმაზე გაცილებით ნაკლებ ხელფასს სთავაზობს რაკიტიჩს, ვიდრე მას კატალონიაში აქვს.
ასეთ პირობებში, შესაძლებელია, ფეხბურთელთა გაცვლა ვიხილოთ. კატალონიური გამოცემა ორ კანდიდატს ასახელებს.
ფრანგი იულეს კუნდე “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში “სანჩეს პისხუანზე” გადასვლამდე იყო. 21 წლის ცენტრალური მცველი “სევილიას” “ბორდოდან”, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეუერთდა. და ასევე ცენტრალური მცველი – დიეგო კარლოსი. 27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი “სევილიაში”, კუნდეს მსგავსად, პირველ სეზონს ატარებს. მისი შეძენა კლუბს 15 მილიონი ევრო დაუჯდა. მას ჰქონდა “კამპ ნოუდან” შემოთავაზება, თუმცა უარი თქვა.
“ბარსელონას” პრიორიტეტს ფინანსური რესურსის მობილიზება წარმოადგენს, გამომდინარე აქედან, ეცდება რაკიტიჩის წასვლით 20 მილიონი ევრო მიიღოს.
კუნდე-ლანგლე-პიკე და სავარაუდოდ, 2-3 წელში პიკეს შემცვლელი ბარსა ბ-დან, რომელიმე ნიჭიერი ბიჭი
ცენტრს აახალგაზრდავებენ როგორც ჩანს
კუნდე კარგი სევილიამდე იყო, მარა სევილიაში გადმოსვლის მერე ძირითადს არ გაკარებია. ბოლოს ევროპის ლიგაზე ვნახე და საშინელი იყო. დიეგო კარლოსი კიდე დღეს ლა ლიგის ერთ ერთი საუკეთესო მცველია და ეგ თუ შეცვლის უმტიტის. ცოტა მეტისაა ასაკით მარა ძალიან კარგი მცველია. ლივერპულს უნდა და უნდა მოვასწორთ და დავახიოთ.
ამას ჯობია უფასოდ გაატანონ
კუნდეში გაცვალონ, თანაც კუნდე უმთითის შემცვლელად გამოდგება, ფრანგი, მუქი ფერის, იგივე სიმაღლისა და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება
კუნდე-ლანგლე-პიკე და სავარაუდოდ, 2-3 წელში პიკეს შემცვლელი ბარსა ბ-დან, რომელიმე ნიჭიერი ბიჭი
ცენტრს აახალგაზრდავებენ როგორც ჩანს