workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან გარსიას სამორას ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატია

ჟოან გარსიას სამორას ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატია

“ბარსელონას” მეკარე ჟოან გარსია შესანიშნავ ფორმაშია. მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ძალიან მკაფიო იყო: “ჟოან გარსია ითამაშებს” – რაც ნიშნავს, რომ მეკარეს კიდევ ერთი შანსი ექნება გაიმყაროს პოზიციები სამორას ჯილდოსთვის ბრძოლაში (ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მეკარის ჯილდო). 

მარცხენა ფეხის კუნთის მცირე პრობლემა, რომელმაც ის “ნიუკასლთან” მატჩში 83-ე წუთზე შეცვლა აიძულა, სერიოზული არ აღმოჩნდა. ახლა ის მზადაა კიდევ ერთი მატჩისთვის და სურს, რომ კარი მშრალად შეინახოს, სანამ პირველად შეუერთდება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს.

სამორას ჯილდოს მოსაპოვებლად მას ლა ლიგაში მინიმუმ 28 მატჩში მონაწილეობა სჭირდება. ამჟამად 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ამიტომ კიდევ 6 თამაში უნდა ითამაშოს დარჩენილი 10 ტურიდან. თუმცა, მისი სტატისტიკა უკვე საუკეთესოა – საშუალოდ 0.77 გაშვებული გოლი მატჩში (17 გოლი 22 თამაშში).

მისი მთავარი კონკურენტები არიან:

  • ტიბო კურტუა – 0.86 გაშვეული გოლი საშუალოდ (28 მატჩი)
  • იან ობლაკი – 0.96 გაშვეული გოლი საშუალოდ (26 მატჩი) 

გარდა ამისა, “ბარსელონას” მეკარე ლიდერია კარის მშრალად შენახვის მაჩვენებლითაც – 22 მატჩში 11-ჯერ არ გაუშვია გოლი, ანუ ყოველ მეორე თამაშში ინარჩუნებს კარს მშრალად.

საინტერესოა, რომ იმ პერიოდში, როცა ვოიცეხ შჩესნი მას ცვლიდა (სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე), მან ვერცერთ მატჩში ვერ შეინარჩუნა კარი მშრალად.

მიუხედავად შესანიშნავი სეზონისა, ჟოან გარსია უკმაყოფილო დარჩა ბოლო მატჩის შემდეგ, სადაც “ბარსელონამ” “სევილია” 5-2 დაამარცხა, თავად კი ორი გოლი გაუშვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Bakero
    schedule 23 მარ 2026, 00:02
    #10

    მოიგებს პირველივე წელს ბარსელონას მაისურით ზამორას პრიზს ძალიან მაგარია

  • Frenkie de Jong_
    schedule 22 მარ 2026, 23:10
    #9

    ციტატა: ☠️•Spooky•☠️
    ცხოველია,როგორ არ უსწორდებოდა ბევრს ამის მოყვანა😅რამოდენიმე კაცი ვიძახდით და პირველივე წუთებიდან გაამართლა. თან 25 მიკიონად,ესე ახალგაზრდა. ბოლო წლების საუკეთესო ტრანსფერია რაფასთან ერთად. იმედია რამოდენიმე წელიწადში ამას მისცემენ კაპიტნობას…


    ძან კაპიტნის ვაიბები აქვს,
    აქ დავწერე ადრე,

    წლების მერე ვისურვებდი კაპიტნად თქო და მეცნენ ლამის მცემეს 😂😂😂😂 ესპანიოლის ფეხბირთელიო?

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 22 მარ 2026, 22:36
    #8

    ცხოველია,როგორ არ უსწორდებოდა ბევრს ამის მოყვანა😅რამოდენიმე კაცი ვიძახდით და პირველივე წუთებიდან გაამართლა. თან 25 მიკიონად,ესე ახალგაზრდა. ბოლო წლების საუკეთესო ტრანსფერია რაფასთან ერთად. იმედია რამოდენიმე წელიწადში ამას მისცემენ კაპიტნობას…

  • Frenkie de Jong_
    schedule 22 მარ 2026, 22:17
    #7

    არსენალის დონის მცველები როცგვყავდეს, აკბათ პრემიერ ლიგის ჩელსის რეკორდს მოხსნიდა,
    ძან დონე მეკარეა,

  • Rick Sanchez
    schedule 22 მარ 2026, 16:55
    #6

    ნადირია ნადირი

  • me da barca
    schedule 22 მარ 2026, 15:20
    #5

    ეს რომ ატლეტიკოს ყავდეს ალბათ სეზონზე 15 გოლზე მეტს არ გაუშვებს.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 22 მარ 2026, 14:49
    #4

    ძალიან მაგარია ჟოანი

  • C.PC5
    schedule 22 მარ 2026, 13:26
    #3

    სამორას ჯილდო მშვენიერი დასაწყისი იქნებოდა ბარსელონური კარიერის პირველივე სეზონში, მთავარია დანარჩენ წლებშიც ბევრჯერ მოიპოვოს ეგ ჯილდო

  • nika 54
    schedule 22 მარ 2026, 12:55
    #2

    კურტუა თვენახევარს გამოტოვებსო.

  • Barca
    schedule 22 მარ 2026, 12:49
    #1

    ღიირს გარისკვა?