ფირმინო "ბარსელონასთან" გამოირიცხა, სალაჰი - საეჭვოა

ფირმინო "ბარსელონასთან" გამოირიცხა, სალაჰი - საეჭვოა

"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" გასამართ განმეორებით შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, კატალონიურ გუნდთან მოედანზე რობერტო ფირმინოს გაყვანა გამორიცხა, მოჰამედ სალაჰის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ფირმინომ "ნიუკასლთან" გუშინ გამართული მატჩი (3:2) კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა და მისი "ბარსელონასთან" თამაშის შანსები ძალიან მცირეა. აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო მერსისაიდელთა კიდევ ერთმა ლიდერმა, სალაჰმა, რომელიც მარტინ დუბრავკასთან შეჯახების შედეგად დაშავდა.

"ფირმინო სამშაბათს თამაშისთვის მზად არ იქნება, შემდეგ კი ვნახოთ.

სალაჰი კარგად იყო, მაგრამ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ითამაშებს თუ არა." - აცხადებს კლოპი.

"ბარსელონა" და "ლივერპული" ერთმანეთს სამშაბათს, 7 მაისს დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Peggy Gou
    სტუმარი [?]
    #10 5 მაისი 2019 17:16
    2
    ძაან უიღბლო გუნდია, ძაან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 5 მაისი 2019 16:40
    1
    ფირმინოს არ ყოფნა კა,პ ნოუზე დაეტყო ლივერპულს და სალაჰიც თუ გამოაკლდა ენფილდზე ვაფშე კატასტროფა იქნება ნუ 3:0-ის მერე ისედაც დიდი უპირატესობა გვქონდ და ახლა სართოდ 0-ის ტოლია ლივერპულუს გასვლა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #8 5 მაისი 2019 15:58
    6
    ფირმინო და სალახი ნამდვილად ცოდონი არიან მაგრამ დემბელეს ამბები მეტად მაინტერესებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 მაისი 2019 15:39
    3
    გახსნილი ფეხბურთი და შედეგიანი ფრე, 2:2, 3:3 იქნება იდეალური
    ტრამვებისა და ჩეხვა-მტვრევის გარეშე
    კლოპსაც ეკუთვნის ტაში ენფილდზე მისი გულშემატკივრებისაგან

    და კიდევ, ვაკვირდები და უეფა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ლიგის ფინალი კლასიკო არ დაჯდეს! imp rage
    გულშემატკივარი [?]
    #6 5 მაისი 2019 14:59
    4
    სალაჰი კარგადააააო კლოპმა შეიძლება ითამაშოსო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 მაისი 2019 14:08
    8
    სადღაც ეპლ-ში იქნებ გაუჩნდეს ლივერს შანსები?!
    პეპი და ასეთები ეხლა არ მადარდებს, შარშან 100 ქულით მოიგო
    ცოდოა ეს გუნდი და ბადენელი ლოთიც იმსახურებს ეპლ-ს
    Culé [?]
    #4 5 მაისი 2019 13:55
    7
    Keita ariqneba firminoc da salahic tuariyoda arvici kide waageben albat
    Culé [?]
    #3 5 მაისი 2019 12:52
    4
    Sadgac wavilotxe firmino salaho da keota opicialurad ar iqnebiano
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 მაისი 2019 12:27
    4
    სიაფანტია ეს, ორივე იქნება მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე უშველით მათ.
    danieli
    სტუმარი [?]
    #1 5 მაისი 2019 12:14
    4
    ხოდა კლოპი შევიდეს და ითამაშოს.რაც შეეხება ბოატენგს რისთვის ვიყიდეთ ეს მსახიობი ვერ ვხვდები და საერთოდ წუხანდელ იგრაზე არანაირ სასურველ შედეგს არ ველოდებოდი.უბრალოდ იკვეთებოდა იგროკების სუსტი და ძლიერი მხარეები...