ლეო მესი ერთსა და იმავე ასპექტში რეკორდსმენი ორ განსხვავებულ ლიგაშია

ლეო მესი ერთსა და იმავე ასპექტში რეკორდსმენი ორ განსხვავებულ ლიგაშია

Opta-მ აღმოაჩინა, რომ “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი, ლეო მესი ერთსა და იმავე ასპექტში რეკორდსმენი ორ განსხვავებულ ლიგაშია.

საქმე ისაა, რომ 32 წლის ფეხბურთელმა 2007 წელს “ბეტისის” წინააღმდეგ მატჩში 15 დრიბლინგი განახორციელა, რაც ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია.

1 სეზონის შემდეგ, არგენტინელმა ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი – 16 დრიბლინგი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შედეგი მესიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართულ ნახევარფინალში დააფიქსირა.

Squawka-მ ტოპ 5 ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა შედეგი დაითვალა და დააგდინა, რომ ლეო მესიმ 2010 წლის შემდეგ 1535 დრიბლინგი განახორციელა. “ბარსელონელის” უახლოესი მდევარი “რეალის” შემტევი, ედენ აზარია.

  • ლეო მესი – 1535
  • ედენ აზარი – 1171
  • ნეიმარი – 759
  • რობერტო ფირმინიო – 743
  • ფრანკ რიბერი – 726

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    03 აპრ 2020, 11:22

    ციტატა: me da barca
    მეორე საუკეთესო ფეხბურთელი სადაა? კართან ორ მეტრში დგას ალბათ და პასს ელიდება.

    რონალდუ და დრიბლინგი? მაგას სეზონში 3-4 ექნება როცა გაჩერებულ მცველს აკრეფილი სიჩქარით ჩაუქროლებს და ამას მადრიდელები დრიბლინგს ეძახდნენ, აკი მარკას გამოკითხვაში ამჯობინეს არათუ მესის, მარადონასაც კი.

  • me da barca
    02 აპრ 2020, 21:40

    მეორე საუკეთესო ფეხბურთელი სადაა? კართან ორ მეტრში დგას ალბათ და პასს ელიდება.

  • MARI=BARCA-fan
    02 აპრ 2020, 20:54

    ნეიმარი რომ ბარსაში დარჩენილიყო აზარი ნეტა რომელ ადგილზე იქნებოდა?

  • M10 S9 D11
    02 აპრ 2020, 20:02

    არანორმალური