workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ფავორიტი არ არის

ბარსა ფავორიტი არ არის

The Athletic-ი ესპანეთში მომუშავე სპორტულ აგენტებს გაესაუბრა, რომელთაც ესპანური ფეხბურთის გრანდებზე და პრემიერლიგასთან კონკურენციაზე ისაუბრეს. გთავაზობთ იმ ნაწილს, რომელიც “ბარსელონასთან” არის კავშირში. 

ესპანურმა გუნდებმა ამაყად შეაბიჯეს ჩემპიონთა ლიგაზე, ქვეყანას ხუთი გუნდი წარმოადგენდა, მაგრამ, პირველი ეტაპის დასასრული ვერ გამოდგა მაინც და მაინც საამაყო. მხოლოდ მადრიდის „რეალმა“ შეძლო ღირსეულად გამოსვლა, სხვა კლუბებმა კი მაყურებელს იმედები გაუცრუეს, ეს განსაკუთრებით „ბარსელონაზე“ ითქმის.

„ატლეტიკომ“ და „ვილიარეალმა“ ბოლო ტურებში შეძლეს პლეი-ოფში გასვლა, ხოლო „სევილიამ“ „ბარსასთან“ ერთად გადაინაცვლა ევროპა ლიგაზე. „სევილია“ არსებობს იმისათვის, რომ ამ ტურნირზე ითამაშოს, მაგრამ „ბარსასთვის“ ეს მეტად უჩვეულო და ალბათ შეურაცხმყოფელიც კია.

ნელ-ნელა მიდის ის დრო, როცა ესპანური კლუბები დომინირებდნენ, „ბარსამ“ 2006-დან, 2015 წლამდე ოთხჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, მადრიდის „რეალმა“ ხუთჯერ შეძლო ამის გაკეთება, თანაც უფრო მოკლე მონაკვეთში, მათ შორის სამჯერ ზედიზედ. „ატლეტიკომ“ კი ორჯერ ითამაშა ლიგის ფინალი, მაგრამ, ახლა სხვა დროა.

ყველაფრის საწყისი კი ფულია, დიდი ინვესტიცია, რომლითაც ინგლისი სხვა ლიგებს ბევრად აღემატება. წლების წინ ამ ლიგაში მოიყარეს თავი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებმა და დაიწყეს დიდი პროექტების განვითარება. ინგლისი ერთადერთი ლიგაა, სადაც ტოპ კლასის მწვრთნელებს ოთხეულს მიღმაც შეხვდებით. მათი დაკმაყოფილება კი მეტად რთულია, საქმე მხოლოდ ფულში არ არის, ტოპ კლასის მწვრთნელები ითხოვენ იდეალურ პირობებს კლუბის მშენებლობისთვის, ითხოვენ კონკრეტულ ფეხბურთელებს, ინფრასტრუქტურას და შიდა განაწესს. ის კლუბი, რომელსაც ამის შესრულების შესაძლებლობა არ აქვს, ტოპ მწვრთნელს ვერ აიყვანს.

ასე რომ, ესპანური ფეხბურთის დომინაცია „რეალის“ ტრიუმფით დასრულდა, მას მერე ინგლისური ფეხბურთის დომინაცია გვაქვს, სადაც მიუნხენის „ბაიერნიც“ გამოერევა ხოლმე.

„ბარსა“ დამარცხდა „ბენფიკასთან“ კონკურენციაში, ხოლო, „რეალმა“ მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით დაასრულა ჯგუფური ეტაპი, „შერიფთან“ ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. The Athletic-ი ესპანურ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანებს გაესაუბრა.

ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავების აგენტი ამტკიცებს, რომ პანიკა გადამეტებული და უსაფუძვლო იყო, – „ლა ლიგის კრიტიკა გადაჭარბებულია, მხოლოდ ინგლისს ჰყავს პლეი-ოფში უფრო მეტი გუნდი. შემდგომ ეტაპზე გასვლა ყველას შეეძლო. „ბარსას“ გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა, მხოლოდ ერთი ბურთი იყო საჭირო და ეს კრიტიკა არ იარსებებდა, გასვლა შეეძლო „სევილიასაც“, ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ ესპანეთს პლეი-ოფში სამი გუნდი ჰყავს“.

თუმცა, სხვა ადამიანები აღიარებენ, რომ ლა ლიგა პრემიერლიგას ვეღარ უწევს კონკურენციას.

„ვფიქრობ ლა ლიგაში დაძაბულობის დონე გაცილებით მაღალია, თუმცა, რესურსებით ინგლისს ჩამოვრჩებით, კლუბებში არ არის ისეთი ინვესტიცია, როგორიც „ჩელსის“, ან „სიტის“ აქვთ, პანდემიამ ესპანურ გრანდებს დიდი ზიანი მიაყენა“.

ამ ადამიანს არ უხსენებია „ნიუკასლი“, რომელიც ჯერ არ ჩართულა საქმეში.

მომდევნო რესპოდენტმა ტომას მიულერის სიტყვები გაიხსენა, „ბარსასთან“ მატჩის შემდეგ. გერმანელი „ბარსელონას“ კონკურენტად ვეღარ აღიქვამს და არც არის გასაკვირი, ჯერ 8:2 დაამარცხა, შემდეგ კი ცალი ფეხით მოუგო ორივე მატჩი და ჯგუფში ჩატოვა.

ლა ლიგა ინტენსივობის თვალსაზრისით გაცილებით დაბალ დონეზეა, კარგი დონე გვაქვს ტექნიკისა და ტაქტიკის თვალსაზრისით, მაგრამ ინტენსივობის, ფიზიკური მომზადებისა და ათლეტურობის თვალსაზრისით, გერმანელებსა და ინგლისელებს ჩამოვრჩებით“.

საქმე სტრუქტურაშია და არა ინდივიდებში, „ბარსას“ ჰყოლია ტანდაბალი ფეხბურთელები, რომლებზეც ადრეული პროგნოზიც კი გამოითქვა, ბალაკთან, ჯერარდთან და ლემპარდთან, ჩავი და ინიესტა რას გახდებიანო, მაგრამ გავიდა დრო და გამოჩნდა, რომ ინტელექტისა და ტექნიკის წყალობით, „ბარსას“ ტანდაბალმა ფეხბურთელებმა აბსოლუტურად ყველა დაჩრდილეს მოედნის ცენტრში.

გვარდიოლას ყველაფერი მოგვარებული აქვს, მისი გუნდი „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ მსგავსად ათლეტური არ არის, მაგრამ ძალიან მაღალი ინტენსივობით თამაშობს, „ბარსას“ კი ეს არ შეუძლია. დღეს „ბარსა“ არ არის გუნდი, რომელიც პლეი-ოფში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე“.

ამიტომ სურდათ სუპერ ლიგა ესპანურ გრანდებს, ამჟამად ისინი პრემიერ ლიგას ვერ უწევენ კონკურენციას, რადგან, რამდენის გადახდაც მადრიდის „რეალსა“ და „ბარსას“ შეუძლიათ იმდენს ინგლისში „ვესტ ჰემიც“ იხდის.

წავიდა დრო, როცა ინგლისიდან კრიშტიანუ რონალდუ, ლუის სუარესი, გარეტ ბეილი და ედენ აზარი მოდიოდნენ, ახლა პირიქით ხდება, საუკეთესო ესპანელები მიდიან ინგლისში სათამაშოთ, და იქ თუ თავი ვერ დაიმკვიდრეს, მერე ბრუნდებიან „ბარსაში“, ან, „რეალში“.

„ბარსას“ სახელი არაფერს ნიშნავს. ისინი ფავორიტები არ არიან. ფატის და პედრის დაბრუნების მერე არავინ იცის რა მოხდება, მაგრამ პრიორიტეტი ოთხეულში შესვლა იქნება, გუნდი რისკზე ვერ წავა და მთლიანად ევროპა ლიგაზე ვერ გადაერთვება, ორივე ფრონტზე ბრძოლა კი ამ შემადგენლობით შეუძლებელია“.

რადიკალური ცვლილებაა საჭირო, სუპერ ლიგა ჯერჯერობით განუხორციელებელი რჩება, ხოლო, ერლინგ ჰოლანდის მოყვანას როგორ გეგმავს ლაპორტა ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 17 დეკ 2021, 19:29
    #3

    ვისი სალაპარაკო გავხდით, გუნდი 10-15 წელი ყველგან ფავორიტი იყო. სად იყვნენ ინგლისელები?

  • El pistolero 9
    schedule 17 დეკ 2021, 18:35
    #2

    დაღმართს აღმართი მოსდევს და პირიქით… მოვა ჩვენი დროც.

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 დეკ 2021, 16:06
    #1

    მართალია, ინგლისში ძალიან დიდი ინტენსივობით თამაშობენ და კარგი ფიზ მომზადებაც აქვთ, ფულს რაც შეეხება და მილიარდელი მფლობელი ჰყავს იქ ყველა გუნდს, აქ ესპანეთში დაუშვებელია ეგ და არც მინდა ისევ უაზრო ვარსკვლავებზე ნადირობა, ეს კრიზისი დაძლიონ, ფიზ მომზადებასაც მიხედონ, ფეხბურთელებს ზოგს მოიყვანენ და ძირითადად აკადემიას უნდა მიაწვნენ, ჩვენ ფულში ვერ გავუწევთ ვერავის კონკურენციას მაგრამ ჩვენი გაბრწყინების ეპოქაში გუნდის ნახევარზე მეტი აკადემიიდან იყვნენ და მთელი ევროპა დაიპყრეს, ყველაფერი შესაცვლელილია გუნდში და მაგის მერე გამოხტება ვიღაც დაუნი და იტყვის #ჩავიaut ო და მაგნაირს კომანტარის დაწერის კიარა ლაპარაკის უფლება არ უნდა მისცე, პესი კიარაა და ფიფა კიარაა ეს , დიდდი დროა გუნდის გასაწმენდად და გასაზრდელად საჭირო