“ბარსელონას” ლეგენდისა და “ვისელ კობეს” ამჟამინდელი ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას თანაგუნდელს, გოტოკუ საკაის კორონავირუსი დაუდასტურდა. სამწუხარო ინფომაცია კლუბმა Instagram-ზე ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
საკაი “კობეში” 2019 წლიდან თამაშობს, მანამდე კი 8 წელი ევროპაში გაატარა – იაპონელი “შტუტგარტსა” და “ჰამბურგში” ასპარეზობდა.
“ვისელ კობეში”, ინიესტასთან ერთად, “ბარსას” სხვა ყოფილი ფეხბურთელებიც – ტომას ვერმალენი და სერჟი სამპერი – თამაშობენ. ასევე ამ გუნდში ირიცხებოდა დავიდ ვილია, რომელმაც კარიერა წელს დაასრულა.
ბოლო მონაცემებით, იაპონიაში დაინფიცირების 1 866 შემთხვევა დაფიქსირდა და 54 ადამიანი გარდაიცვალა.
ისე დავიდ სილვა რატო არ მიდის იაპონიაში, ეგეც ხო იაპონელია ნახევრად, დედით.
იმედია დონს არ გაეკარება!
ეუჰ იმედია ინის არაფერი დაემართება
და ინიესტა გავს? :დ
ვაბშე არ გავს იაპონელს.