workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომელ ფეხბურთელებს აკვირდება “ბარსელონა” თავისუფალი აგენტების ბაზარზე

რომელ ფეხბურთელებს აკვირდება “ბარსელონა” თავისუფალი აგენტების ბაზარზე

კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ზარალის ფონზე, შესაძლოა, “ბარსელონამ” პრიორიტეტული სამიზნეების ყიდვა ვერ შეძლოს.

Diario Sport-ის ცნობით, კატალონიელები, დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტების ბაზარზე გადაერთვებიან. “ბლაუგრანა” უკვე 8 გამოცდილ ფეხბურთელს აკვირდება. 

ესენი არიან: მცველები – ტიაგუ სილვა, იან ვერტონგენი, ტომას მუნიე, ნახევარმცველი – დავიდ სილვა, თავდამსხმელები – პედრო, ვილიანი, ედინსონ კავანი, ოლივიე ჟირუ, დრის მერტენსი.

როგორც ცნობილია, ტიაგუ სილვა “კამპ ნოუზე” თამაშზე ოცნებობს. “ბარსას” მისი გამოცდილების გამოყენება შეეძლება. თუმცა, პსჟ-ს მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ტომას მუნიე კი პარიზულ კლუბს ნამდვილად დატოვებს.

ვერტონგენს განსაკუთრებული უნარი აქვს – ის უნივერსალია და ბელგიელს როგორც ცენტრალურ, ისე მარცხენა მცველად თამაში შეუძლია.

რაც შეეხება დავიდ სილვას, როგორც ჩანს, პეპ გვარდიოლას ესპანელი ნახევარმცველი აღარ სჭირდება, რის გამოც “ვალენსიას” ყოფილმა ფეხბურთელმა, შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტოს.

“ჩელსის” ვარსკვლავით, ვილიანით “ბარსელონა” დიდი ხანია ინტერესდება, ხოლო პედრო “ლა მასიელია”, რაც იმას ნიშნავს, რომ ადაპტაცია არ გაუჭირდება.

და ბოლოს, თავდამსხმელები – ედინსონ კავანი, ოლივიე ჟირუ და დრის მერტენსი, შესაძლოა, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სტილში იდეალურად არ ჯდებიან, თუმცა მათ დიდი გამოცდილება აქვთ. 

საერთო ჯამში, თითოეულ ხსენებულ მოთამაშეს “ბარსელონას” გაძლიერება შეუძლია, თუმცა ყველა მათგანი, დიდი ალბთობით, მაღალ ხელფასს მოითხოვს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Barca_MNS
    schedule 31 მარ 2020, 01:42
    #7

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Barca_MNS
    დავიდ სილვა როგორ მინდოდა ბარსაში 🙁 და ტორესი :ეგ ამ ორის ვერ მოყვანსს ვერ ვივიწყებ + ჩაბი ალონსო.

    ინიესტა < ხავი > სილვა
    რამდენად მაგარი შემტევი კამანდა იქნებოდა..


    ნაკრებში კი ვნახეთ რა მხეცებიც იყვნენ

    ამათგან მარტო კავანი და ვერტონგენი გამოგვადგებოდნენ. ტიაგო სილვა დირკა გახდა ძაან. დავიდმა კიდე სისწრაფე დაკარგა და იმიტო უშვებს პეპი. მორიგი რაკიტიჩი არ გვინდა. ჟირუ საერთოდ არც განიხილონ, დრისი კარგია მარა კავანი 5 თავით ჯობს. მოკლედ 2 კაცი გამოგვადგებოდა 1-1 წლით ლაუტაროს ტრანსფერს 1 წლით გადაგვადებინებდა კავანი. უმტიტი გაიყიდებოდა 50 ად და 1 წლით ვერტონგენი შეცვლიდა. მარა მეეჭვება რომელიმე მოვიდეს


    ჰო რაღაც ლოგიკა ყველა მჯელობაშა, და მართალია ჯობია კავნაი თუმცა მეტენსი არაა ურიგო, სილვას კიდევ კონტრაქტი უმთავრდება და მეგონა საერთოდ ანებებდა თავს ან მშობლიურ კლუბში დაბრუდნებოდა, რას გაიგებ

  • Lasha71
    schedule 30 მარ 2020, 20:30
    #6

    ბებრები არ გვინდა რააა

  • nika 54
    schedule 30 მარ 2020, 16:27
    #5

    ხოდა მოიყვანონ ნეიმარი, და ნებისმიერი ამათგან ვინც ხელფასზე არ იღორებს, ხოლო თუ შტეგენი ასე გააგრძელებს ვაჭრობას ამოუსვან ბარსადან. მეკარეები ისე არ ჭირს როგორც კარგი მცველები.

  • M10 S9 D11
    schedule 30 მარ 2020, 01:53
    #4

    დავიდ სილვა ძაან გამოგვადგებოდა სკამზე

  • Don_Andresito
    schedule 30 მარ 2020, 01:40
    #3

    ციტატა: Barca_MNS
    დავიდ სილვა როგორ მინდოდა ბარსაში 🙁 და ტორესი :ეგ ამ ორის ვერ მოყვანსს ვერ ვივიწყებ + ჩაბი ალონსო.

    ინიესტა < ხავი > სილვა
    რამდენად მაგარი შემტევი კამანდა იქნებოდა..


    ნაკრებში კი ვნახეთ რა მხეცებიც იყვნენ

    ამათგან მარტო კავანი და ვერტონგენი გამოგვადგებოდნენ. ტიაგო სილვა დირკა გახდა ძაან. დავიდმა კიდე სისწრაფე დაკარგა და იმიტო უშვებს პეპი. მორიგი რაკიტიჩი არ გვინდა. ჟირუ საერთოდ არც განიხილონ, დრისი კარგია მარა კავანი 5 თავით ჯობს. მოკლედ 2 კაცი გამოგვადგებოდა 1-1 წლით ლაუტაროს ტრანსფერს 1 წლით გადაგვადებინებდა კავანი. უმტიტი გაიყიდებოდა 50 ად და 1 წლით ვერტონგენი შეცვლიდა. მარა მეეჭვება რომელიმე მოვიდეს

  • Barca_MNS
    schedule 30 მარ 2020, 00:42
    #2

    დავიდ სილვა როგორ მინდოდა ბარსაში 🙁 და ტორესი :ეგ ამ ორის ვერ მოყვანსს ვერ ვივიწყებ + ჩაბი ალონსო.

    ინიესტა < ხავი > სილვა
    რამდენად მაგარი შემტევი კამანდა იქნებოდა..

  • DAVID_BARCA_FAN
    schedule 30 მარ 2020, 00:34
    #1

    Mertensi yvelaze kargia