workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გენიოსი მოთამაშე და ოსტატი მწვრთნელი – 4 წელი იოჰან კრუიფის გარდაცვალებიდან

გენიოსი მოთამაშე და ოსტატი მწვრთნელი – 4 წელი იოჰან კრუიფის გარდაცვალებიდან

24 მარტი მსოფლიო ფეხბურთისთვის ძალიან სევდიანი დღეა. იოჰან კრუიფი, ადამიანი, რომელმაც “ბარსელონა” მწვერვალზე აიყვანა, სიმსივნესთან ბრძოლაში 2016 წლის 24 მარტს დამარცხდა.

“ბარსელონას” ოფიციალური Twitter-ის გვერდი ამ ფაქტს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: “გენიოსი მოთამაშე და ოსტატი მწვრთნელი.

დღეს 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაგვტოვე, იოჰან.”

“მფრინავმა ჰოლანდიელმა” კატალონიური კლუბის ისტორიაში დიდი როლი ითამაშა. “ბლაუგრანას” რიგებში მან ხუთი წელი – 1973-დან 1978-მდე – გაატარა. ამ დროის განმავლობაში იოჰანმა 139 ჩატარებულ მატჩში 47 გოლი გაიტანა.

დიდი იოჰანი “ბარსელონაში” მწვრთნელის რანგში 1988 წელს დაბრუნდა და ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად აქცია.

კრუიფმა 3-4-3 ტაქტიკა შექმნა. მისი ყოფილი შეგირდი, ეუსებიო საკრისტანი იხსენებს: “მან აიღო დაფა და დახაზა სამი მცველი, ოთხი ნახევარმცველი, ორი გარემარბი და ერთი ცენტრფორვარდი”.

იოჰანის ხელმძღვანელობითა და რონალდ კუმანის ზუსტი გასროლით, 1992 წელს, “ბარსელონამ” პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) მოგება.

გარსა ამისა, კრუიფმა რევოლუცია “ლა მასიაშიც” მოაწყო. მის გარეშე შესაძლოა, ლეო მესი კატალონიურ კლუბში ვერ მოხვედრილიყო. “მფრინავმა ჰოლანდიელმა” პეპ გვარდიოლა, კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა აღმოაჩინა.

იოჰანის საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევრები, ჯერ კიდევ, “ბარსელონა” და “აიაქსი” არიან. კატალონიელთა ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ მისი ხედვა ლეგენდარული ჰოლანდიელის იდეებს ემყარება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Magician
    schedule 24 მარ 2020, 22:14
    #5

    მადლობა, იოჰან <3

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 24 მარ 2020, 22:03
    #4

    გენიოსი კრუიფი, ნამდვილი "ძერსკი".

  • ნელსონ სემედუ
    schedule 24 მარ 2020, 21:20
    #3

    ბარსელონა რასაც წარმოადგენდა და წარმოადგენს ასევე აიაქსი ამ კაცის დამსახურებაა, უდიდესი ხარ იოჰან ❤️

  • Tsitsi
    schedule 24 მარ 2020, 19:47
    #2

    3-4-3-ით გავანადგურეთ პსჟ!

    იოჰან, გვაკლიხარ…

  • M10 S9 D11
    schedule 24 მარ 2020, 19:33
    #1

    ნეტა ცოცხალი იყოს 😢😢