workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის რეკორდული ტემპი ლა ლიგის სათავეში

ჰანსი ფლიკის რეკორდული ტემპი ლა ლიგის სათავეში

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკი "ბარსელონას" ისტორიაში იმ მწვრთნელთა საუკეთესო ხუთეულში შევიდა, რომელთა ხელმძღვანელობითაც გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილს ყველაზე მეტი ტურის განმავლობაში ლიდერობდა. გერმანელმა სპეციალისტმა 61 ტურს უმოკლეს დროში - სულ რაღაც ორ სრულ სეზონსა და მიმდინარე ჩემპიონატის სტარტზე მიაღწია.

ჰანსი ფლიკის “ბარსელონა” მიმდინარე სეზონის სტარტზე ნამდვილ საგზაო სატკეპნ მანქანას ჰგავს – გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში პირველივე ტურებიდან მყარად დამკვიდრდა. “ლევანტესთან” გამარჯვების შემდეგ, მიმდინარე სეზონში ეს უკვე მეოთხე ტურია, როდესაც კატალონიელები ჩემპიონატს ლიდერობენ, გერმანელი სპეციალისტის დანიშვნის დღიდან კი ამ მაჩვენებელმა ჯამში 61 ტურს მიაღწია.

ამ შედეგით ჰანსი ფლიკი “ბარსელონას” ისტორიულ ტოპ 5-ში შევიდა იმ მწვრთნელებს შორის, რომლებმაც გუნდი ლა ლიგის ლიდერის რანგში ყველაზე მეტ ტურში გაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ გერმანელი ამას რეკორდული სისწრაფით აკეთებს: რეიტინგში მის წინ მყოფ ოთხივე სპეციალისტს ამ ნიშნულის დასაფიქსირებლად გაცილებით მეტი სეზონი დასჭირდა.

მწვრთნელები, რომლებიც ბარსელონასთან ერთად ყველაზე მეტ ტურში ლიდერობდნენ ლა ლიგას

  • პეპ გვარდიოლა – 87 ტური (4 სეზონი)
  • ფრანკ რაიკაარდი – 85 ტური (5 სეზონი)
  • ერნესტო ვალვერდე – 80 ტური (3 სეზონი)
  • რინუს მიხელსი – 63 ტური (6 სეზონი)
  • ჰანსი ფლიკი – 61 ტური (2 სეზონი და მე-3 მიმდინარე)
  • ტერი ვენეიბლზი – 60 ტური (3 სეზონი)
  • იოჰან კრუიფი – 59 ტური (8 სეზონი)
  • ლუი ვან გაალი – 58 ტური (4 სეზონი)
  • ლუის ენრიკე – 55 ტური (3 სეზონი)

სტატისტიკოს პედრო მარტინის მონაცემებით, ჰანსი ფლიკი ლა ლიგის ლიდერი ჩატარებული 81 მატჩიდან 61-ში იყო. მან უკვე გადაასწრო ტერი ვენეიბლზს (60 ტური სამ სეზონში). ახლა მის წინ რინუს მიხელსია (63), რომლის გადასწრებაც უახლოეს კვირებში სავსებით რეალურია.

სამეულამდე მისვლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება: ერნესტო ვალვერდემ სამ სეზონში 80 ტურში ულიდერა ჩემპიონატს, ფრანკ რაიკაარდმა ხუთ სეზონში – 85-ში, ხოლო რეიტინგის პირველმა ნომერმა, პეპ გვარდიოლამ, ოთხ სეზონში 87 ტური გაატარა ცხრილის სათავეში.

კლუბის ისტორიაში სხვა ლეგენდარულ მწვრთნელებს გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ მსგავსი შედეგებისთვის: იოჰან კრუიფს 59 ტურისთვის რვა სეზონი დასჭირდა, ლუი ვან გაალს (58) – ოთხი, ხოლო ლუის ენრიკეს (55) – სამი წელი. ფლიკმა კი ამ ლეგენდებს სულ რაღაც ორ სრულ სეზონსა და მესამე ჩემპიონატის სტარტზე გადაუსწრო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის წარმოუდგენელ დომინაციას ესპანეთის ჩემპიონატში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი