“ბარსელონას” ურუგვაელ ვარსკვლავს, ლუის სუარესს, სულ ცოტა აკლია იქამდე, რომ კატალონიური კლუბის ისტორიაში უფრო დიდი კვალი დატოვოს.
Squawka-ს ცნობით, 33 წლის თავდამსხმელის აქტივში ამ დროისთვის “ბლაუგრანას” მაისურით 191 გატანილი გოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას 200-გოლიანი ნიშნულის მიღწევამდე მხოლოდ 9 ბურთი აშორებს. სუარესს შანსი აქვს, ამ შედეგით “ბარსელონას” ისტორიაში მე-3 ფეხბურთელი გახდეს.
ურუგვაელ შემტევს 191 გოლის გასატანად 270 მატჩი დასჭირდა. ის ამჟამად “ბარსას” ყველა დროის მე-4 საუკეთესო ბომბარდირია. სუარესზე წინ მხოლოდ ლიონელ მესი, სესარ როდრიგესი და ლადისლაო კუბალა იმყოფებიან.
ლუის სუარესმა მიმდინარე სეზონში ტრავმამდე 23 თამაში ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
წესით მეორე ადგილზე უნდა გადავიდეს
ნეიმარი ვერსად ვერ შევა და ზოგადად ეგ თუ დაბრუნდა მაშინ ბარსა აღარ იქნება mes que un club.ჩავიმ თქვა ბარსადან წასულები აქ ვეღარ დაბრუნდებიანო და თუ მოვიდა მწვრთნელად გამორიცხეთ ნემიკოს ტრანსფერი
0,7 მეტი გოლი თამაშში, ანუ სამ თამაშში ორ გოლზე ცოტა მეტი. ძალიან მაღალი შედეგია. რონალდუს ოდნავ უკეთესი აქვს სადღაც 0,76. მესის 0.84.
თუ დარჩა ერთი წელი კიდევ უეჭველი გაიტანს