ლუის სუარესი, ბევრის აზრით, ჩვენი დროის საუკეთესო ცხრიანია. ამასთანავე, ერთ კონკრეტულ კომპონენტში, ის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელია.
არავის მასზე კარგად არ შეუძლია გოლის გატანა, ბურთის მიწაზე დაუშვებლად. არ შეუძლია და არც შეეძლო.
მასთან ყველაზე ახლოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მარკო ვან ბასტენი დგას, რომელსაც ასევე უზადოდ შეეძლო რთული სიტუაციებიდან გოლის გატანა. მისი გატანილი სამი გოლი განსაკუთრებით გამოსარჩევია. – 1988 წელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რინატ დასაევის კარში. ეს გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესოდ არის მიჩნეული.
ასევე გაგვახსენდება მისი გოლები – ჩემპიონთა ლიგაზე, “გოტებორგის” კარში და ერედივიზიონში – “დენ ბოსხის” კარში.
აი სუარესს მხოლოდ “ბარსელონას” მაისურით აქვს უამრავი გოლი გატანილი, როცა ბურთი მიწაზე დაუშვებლად მოათავსა მეტოქის კარში. პლუს, თუ გავიხსენებთ მის გოლებს “ლივერპულის”, “აიაქსისა” და ურუგვაის ნაკრების მაისურით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ასპექტში ლუის სუარესი ყველა დროის საუკეთესო ფორვარდია.
ვიდეოში გთავაზობს მის გოლებს, “ბარსელონას” რიგებში.
მევასება ამის ასეთი გასროლები
ელ პისტოლერო ძალიან დიდი ხარ.
სუა რო ბრაზილიელი, არგენტინელი ან რომელიმე ძლიერი ქვეყნიდან იყოს, ყველა დროის საუკეთესოობაზე გაიწევდა უეჭველად))) კიჭა ესთეტიკურად თამაშობდა ძაან, მაგრამ ლუისი უფრო სტაბილურია, არგენტინელი რო იყოს სუა, ლეო 14 ში მსოფლიოსაც დადებდა :/
სუა ზედგამოჭრილი ფორვარდია ჩვენთვის…
მოკლედ სუას მსგავსი ფორვარდი კაი ხანი არ გვეღირსება აწი, როგორც მესის მსგავსი არ გვეღირსება და თუნდაც ნეიმარის მსგავსი მარცხნივ
ესე იგი, რონალდუს სულ ერთი გოლი აქვს მაკრატელათი, იუვესთან და დღესაც იმ გოლს იხსენებენ როცა მის სიძლიერეზე ლაპარაკობენ. ეგ კი არა მოდრიჩს რო მისცეს ოქროს ბურთი სრულიად "სარონალდუ" გაცოფებული იყო ესეთი ბურთი აქვს გატანილი და ოქროს ბურთს არ აძლევენო. ხო აზრზე ხართ, ზოგმა ისიც დაამატა იმიტომ არ მისცეს, რეალი რო დატოვა პერესი იყო გაბრაზებული და არ მიაცემინაო. ანუ ფაქტიურად აღიარეს რო პერესი უკეთებდა იმ ბურთებს. მარტო ამ მოკლე ვიდეოში რამდენი მაკრატელა აქვს გაკეთებული სუას და სულ ვინ იცის რამდენი გააკეთა. რონალდუ კი დღესაც იმ გოლით ამაყობს.
ეეჰ, სუა, ლიგის პლეიოფებში რა ჯანდაბა გჭირს???
მოდი ვაღიაროთ რო არის რა დღეს საუკეთესო კი ლევანდოვსკიც ძაან მაგარია მარა ეა ვაბშე სხვაა თემაა რა ჩემთვის პირველი ხარ სუაა
სეზონი რო განახლდება ეს ითამაშებს მოწყურებულიიიიი, დავიღალე ბრეიტვეიტებით
მე სწორედ ესეთი გოლები მომწონს.