"ვილიარეალის" პრეზიდენტი: "ბარსელონა" ახალგაზრდა ფეხბურთლელებს გვპარავს
"ვილიარეალის" პრეზიდენტმა, ფერნანდო როჩიმ "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი გუნდები ყოველწლიურად გვპარავენ. ჩვენ ესპანეთში საუკეთესო სისტემა გვაქვს ახალგაზრდებისთვის. ამიტომ კლუბები ჩვენი მოთამაშეებით ინტერესდებიან და ვკარგავთ 15 წლის ფეხბურთელებს."
"ბარსელონა", "ატლეტიკო" და "ატლეტიკი" არიან გუნდები, რომლებიც ამას აკეთებენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამით ჩვენი კლუბი ძალიან ზარალდება."
"მატჩის შედეგი? ეს "ბარსელონაა". მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. "ვილიარეალმა" კარგად ითამაშა. "ბარსელონამ" ქულა მოიპოვა, ჩვენ კი ორი დავკარგეთ." - განაცხადა ფერნანდო როჩიმ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]