ხოსეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ ”ანოეტაზე” მისი გუნდის დამარცხება დიდწილად გამოიწვია იმან, რომ მეორე ტაიმში ”ბარსამ” ბურთის გაკონტროლება ვერ შეძლო.
”ბარსა” ”რეალ სოსიედადის” მოედნიდან დამარცხებული წამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ მატჩის 29-ე წუთზე ტიაგო ალკანტარას გოლით გუნდი დაწინაურდა. ბასკურმა გუნდმა მატჩის შემოტრიალება შეძლო იფრანის და ხაბი პრიეტოს გოლების წყალობით. ”ბლაუგრანას” მწვრთნელმა ”სოსიედადს” გამარჯვება მიულოცა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ”ბარსას” მეორე ტაიმში არ ეყო უპირატესობა ბურთის კონტროლში.
”მეორე ტაიმში ის უპირატესობა არ გვქონდა, რასაც ბურთის ფლობა გვაძლევს. ჩვენ ბურთზე კონტროლის დაწესება ვერ შევძელით. აუცილებელი იყო ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ მეორე ტაიმში ეს ვეღარ მოვახერხეთ. ამას გარდა ზოგიერთ სიტუაციაში თავს კარგად ვერ ვიცავდით” – დაამატა მწვრთნელმა, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ის არ თვლის, რომ მისმა ფეხბურთელებმა ანგარიშში წინ გასვლის შემდეგ ზედმეტად თავდაჯერებულად იგრძნეს თავი.
4 ქულა ლა ლიგის ტიტულამდე
წაგების მიუხედავად ”ბარსას” 4 ქულა სჭირდება, რათა ლა ლიგის ტიტული მოიპოვოს: ”საჭიროა 4 ქულის აღება, რათა ჩემპიონები გავხდეთ და ამ ქულების მოპოვებას შევეცდებით სადაც კი შესაძლებელი იქნება. საჩემპიონო ქულები თავად უნდა მოვიპოვოთ” – დარწმუნებით განაცხადა პეპმა.
წუხს ტრავმების გამო
მარცხის გარდა მატჩის მსვლელობისას ტრავმები მიიღეს მონტოიამ და გაბრიელ მილიტომ. გვარდიოლამ მწუხარება გამოთქვა ამ ტრავმების გამო და აღნიშნა, რომ სეზონის ფინალურ მონაკვეთში გუნდში ფეხბურთელების რაოდენობა შემცირდა. ამას გარდა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ”ჩვენ – ეს ჩვენ ვართ, ამიტომ ფილიალის დიდი იმედი გვაქვს” და შეგვახსენა, რომ ”ეს დიდი მიღწევაა, სადამდეც ახლა მოვედით, ხოლო ახლა საჭიროა დაწყებულის დამთავრება”.
გულშემატკივრის მხარდაჭერა მთავარ როლს შეასრულებს
ბოლოს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური განმეორებითი მატჩზე საუბრისას, რომელიც სამშაბათს ”ნოუ კამპზე” გაიმართება გვარდიოლამ გულშემატკივრებს მიმართა და ისეთი მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც აქამდე არცერთ გუნდს არ ჰქონია: ”ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალისთვის ვიწყებთ მომზადებას, სადაც ჯერ გარკვეული არაფერია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ძალიან რთული მატჩი იქნება როგორც საფეხბურთო გაგებით, ასევე ემოციურად. ჩვენ ხალხის დახმარება გვჭირდება. მოედანზე ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ”.
ახლახანს ”ბარსას” სამედიცინო შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაბრიელ მილიტო 4 კვირას იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულდა.