workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 7 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

7 სექტემბერს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს და 2 წააგეს.

1931 წელი

ბარაკალდოში დაიბადა ყოფილი პრეზიდენტი “ბარსელონას” ჟოზეპ ლუის ნუნიესი. ის კლუბს 1978-2000 წლებში ხელმძღვანელობდა – 22-წლიანი პრეზიდენტობა კლუბის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია. მის პერიოდს უკავშირდება იოჰან კრუიფის “ოცნების გუნდი” და 1992 წელს პირველი ჩემპიონთა თასის მოგება.

1980 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი არგენტინელი მცველი გაბრიელ მილიტო. 2007-2011 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 76 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მილიტომ კატალონიურ გუნდში 3 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

1996 წელი

ქალაქურ დერბიში “ბარსელონას” მიერ “ესპანიოლის” 2-1 დამარცხებას ტრიბუნებიდან თვალი 100 ათასმა გულშემატკივარმა მიადევნა. მასპინძელთაგან გოლები ჯოვანიმ და პიციმ გაიტანეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბობი რობსონი ეს მოგება პრეზიდენტ ნუნიესს მიუძღვნა, რომელიც იმ დღეს 65 წლის გახდა.

ეს თამაში პეპ გვარდიოლასთვის ლა ლიგაში 150-ე გამოდგა.

2006 წელი

ისტორიული შეთანხმება UNICEF-თან. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, “ბარსელონამ” და კლუბის ფონდმა UNICEF-თან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება გუნდის მაისურზე ორგანიზაციის ლოგოს განთავსებასა და კლუბის მხრიდან ყოველწლიურად 1.5 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა.

2019 წელი

“ბარსელონას” ქალთა გუნდმა “ტაკონის” სახელით მოთამაშე მადრიდის “რეალ მადრიდის” გუნდი 9-1 გაანადგურა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • azulgerana
    schedule 08 სექ 2021, 19:47
    #2

    სამი მოიგეს და ორი წააგეს

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 17:43
    #1

    2019 წელი
    "ბარსელონას" ქალთა გუნდმა "ტაკონის" სახელით მოთამაშე მადრიდის "რეალის" გუნდი 9-1 გაანადგურა.
    ალბათ რეალის ქალთა გუნდს უფრო "ტაკუნი" მოუხდებოდა თან მრავლობითში.