workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექსანდრ გლები კარიერას ასრულებს

ალექსანდრ გლები კარიერას ასრულებს

“ბარსელონას” ყოფილი ბელარუსი შემტევი ნახევარმცველი, ალექსანდრ გლები წლის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

“ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ. მართალია, მე მიყვარს ფეხბურთი და მომენატრება თამაში, მაგრამ მესმის, რომ უკვე 39 წლის ვხდები. ასევე, აუცილებელია, ოჯახს მეტი ყურადღება მივაქციო.

დავასრულებ კარიერას, თუ ბელარუსის ნაკრები ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს? მე გავაგრძელებ თამაშს, თუ გუნდს დავჭირდები. კარიერის დასრულების შემდეგაც ფეხბურთში დავრჩები. მისი განვითარება მსურს”, – ციტირებს გლების სიტყვებს Tribuna.

შეგახსენებთ, გლები “ბარსელონაში” 2008-2012 წლებში ირიცხებოდა. მას ასევე უთამაშია “დინამო მინსკში”, “ბატეში”, “შტურგარტში”, “არსენალში”, “ბირმინგემში”, “ვოლფსბურგში” და სხვ.

ხოლო რაც შეეხება ბელარუსის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს, როგორც მოგეხსენებათ, ისინი 26 მარტს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელთაგან გასული ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 12 მარ 2020, 23:45
    #3

    აქამდე კიდე თამაშობდა ეს? ვაფშე რა უნდოდა ამას ბარსაში თვითონ თუ იცის 😀

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 12 მარ 2020, 22:46
    #2

    ეს რას აკეთებდა ბარსაში აზრზე არა ვარ.

  • Tsitsi
    schedule 12 მარ 2020, 17:48
    #1

    არ დასჭირდები ბელარუსის ნაკრებს😀