წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 1 მაისს მოხდა.
თამაშები
1 მაისს “ბარსელონას” 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1904 წელი
“ბარსელონა” საზღვარგარეთ სათამაშოდ პირველად გაემგზავრა. სტეინბერგის, ლასალეტასა და ფორნსის გოლებით “ბლაუგრანამ” ტულუზის “ოლიმპიკი” 3-2 დაამარცხა.
1920 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ნიკოლაე/მიკლოშ სიმატოცი. 1950-1952 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 36 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. სიმატოცმა კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის თასი, 1 ლათინური თასი, 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.
1925 წელი
ეკვადორში დააარსა სპორტული კლუბი “ბარსელონა”. მისი დამაარსებელი წარმოშობით ბარსელონელი იმიგრანტი ეუტიმიო პერესი იყო. კლუბის თავდაპირველი ლოგო ქალაქ ბარსელონას მოტივებით იყო შედგენილი, 1955 წლიდან კი საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ლოგოს დაემსგავსა. სპორტული კლუბი “ბარსელონა” ეკვადორული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო გუნდია.
1952 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ხუან კარლოს ერედია. 1974-1980 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 108 თამაში ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. ერედიამ კატალონიურ კლუბში ესპანეთის თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო.
1957 წელი
ესპანეთის თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” 8-1 გაანადგურა. 7 გოლი ეულოხიო მარტინესმა გაიტანა, ხოლო ერთი – ლადისლაო კუბალამ.
1958 წელი
ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” ლონდონის ნაკრები 6-0 გაანადგურა, 2 მატჩის ჯამში 8-2 იმარჯვა და ტურნირის ისტორიაში პირველი გამარჯვებული გახდა.
1981 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრ გლები. 2008/09 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 36 თამაში ჩაატარა. გლებმა კატალონიურ კლუბში ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო.
1989 წელი
“ბანიოლესთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში “ბარსელონას” პირველ გუნდში პეპ გვარდიოლასა და ტიტო ვილანოვას დებიუტი შედგა. გვარდიოლამ პირველი ტაიმი ითამაშა, მე-2 ნახევრის დასაწყისში კი მის ნაცვლად მოედანზე ვილანოვა შევიდა. არც იმ მატჩში და არც შემდეგ პეპი და ტიტო მოედანზე ერთდროულად არასდროს ყოფილან. მე-2 ტაიმში მოედანზე შევიდა და გოლიც გაიტანა ჟორდი როურამ, რომელიც მოგვიანებით “ბარსელონას” პირველ გუნდში ტიტო ვილანოვას თანაშემწე იყო.
სადებიუტო შეხვედრის შემდეგ იოჰან კრუიფმა გვარდიოლას უთხრა: “ბებიაჩემზე ნელა თამაშობდი”.
1991 წელი
კანალ პლუსის თასზე გამართულ ამხანაგურ “ელ კლასიკოში” “ბარსელონა” 1-3 დამარცხდა. ბუტრაგენიომ, იერომ და ვილიაროიამ გოლები მე-16, მე-17 და მე-18 წუთებზე გაიტანეს, გოიკოეჩეამ კი ერთი ბურთი 38-ე წუთზე გაქვითა.
2002 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” და “რეალ მადრიდმა” 1-1 ითამაშეს და 2 მატჩის ჯამში “ბლაუგრანა” 1-3 დამარცხდა.
2005 წელი
“ალბასეტესთან” 2-0 მოგებულ შეხვედრაში მესიმ “ბარსელონაში” სადებიუტო გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.
2010 წელი
ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში “ბარსელონამ” “ვილიარეალი” 4-1 დაამარცხა. ამ მატჩში გატანის შემდეგ მესის “ბლაუგრანას” მაისურით 122 გოლი დაუგროვდა და ის მე-10 ადგილზე მყოფ პატრიკ კლუივერტს გაუთანაბრდა.
2019 წელი
ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ “ბარსელონას” მაისურით თავისი მე-600 გოლი გაიტანა.
2019 წელი
ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" 3-0 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ "ბარსელონას" მაისურით თავისი მე-600 გოლი გაიტანა.
ეეჰ რა იმედები მოჰყვა მაგ გოლს, მეგონა ლიგა ჩვენია თქო უკვე.
ეულოხიოოო 7 გოლი და ამოტენილი ატლეტიკო❤❤