წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 ივლისს მოხდა.
თამაშები
16 ივლისს “ბარსელონამ” 1 ოფიციალური თამაში ჩაატარა, რომელიც კატალონიელებმა წააგეს.
1934 წელი
ესტევ სალა “ბარსელონას” პრეზიდენტი გახდა.
1952 წელი
ენრიკ მარტი კარეტო “ბარსელონას” პრეზიდენტი გახდა.
1980 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი სერხიო სანტამარია. 1999-2004 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 10 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
1988 წელი
დაიბადა “ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა სერხიო ბუსკეტსი. 2008-2023 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 722 თამაში ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა გააკეთა. “ბარსელონასთან” ერთად ბუსკეტსმა 32 ტიტული მოიგო: 9 ესპანეთის ჩემპიონატი, 7 ესპანეთის თასი, 7 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 ევროპის სუპერ თასი, 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ესპანეთის ნაკრებთან ერთად სერხიო ესპანეთისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
2011 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი კონრად დე ლა ფუენტე. 2020/21 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 3 თამაში ჩაატარა.
2008 წელი
ალექსანდრ გლები “არსენალიდან” “ბარსელონაში” გადმოვიდა.
2022 წელი
“ბარსელონამ” რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მიუნხენის “ბაიერნთან” შეთანხმების მიღწევა დაადასტურა.
16 ივლისს "ბარსელონამ" 1 ოფიციალური თამაში ჩაატარა, რომელიც კატალონიელებმა წააგეს.
თარსი დღეა.
დე ლა ფუენტე 10 წლისაა და უკვე ულვაშები აქვს ბრავო
ვულოცავ ბუსის
ა 2001 ის მაგივრად 2011 წერია აააა რაზე დავიჭირე მწერალი .