მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” 6 ფეხბურთელი გაანათხოვრა ისე, რომ ზაფხულში მათი კატალონიურ გუნდში დაბრუნება შესაძლებელია. ამ სტატიაში, ამ ფეხბურთელების მიერ შაბათ-კვირას ნაჩვენებ შედეგებს შემოგთავაზებთ.
მარკ კუკურელია
ხეტაფე
მარკ კუკურელიას “ხეტაფემ”, დღეს, “ბილბაო” სტუმრად 2-0 დაამარცხა. 21 წლის ფეხბურთელმა, მარცხენა შემტევის პოზიციაზე, შეუცვლელად ითამაშა.
კუკურელიამ, ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 22 ტურში, ყველა შეხვედრა სასტარტო შეამდგენლობაში დაიწყო. მის აქტივში 1 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.
ფილიპე კოუტინიო
ბაიერნი
ფილიპე კოუტინიოს “ბაიერნმა”, ბუნდესლიგის მე-20 ტურში, “მაინცი” სტუმრად 3-1 დაამარცხა. ბრაზილიელი შემტევი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.
20 ტურში კოუტინიომ 18-ჯერ ითამაშა, აქედან 12-ჯერ ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. ბრაზილიელის ანგარიშზე 6 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.
რაფინია ალკანტარა
სელტა
რაფინიას “სელტა” “ვალენსიასთან” სტუმრად დამარცხდა, ანგარიშით 0-1. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა თამაში სრულად ჩაატარა და 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
22 ტურში, რაფინიას აქტივში 14 თამაში (12 სასტარტოში) და 2 გოლია.
კარლეს ალენია
ბეტისი
ლა ლიგის 22-ე ტური შეუცვლელად ჩაატარა კარლეს ალენიამაც, რომლის “ბეტისმაც”, “ეიბართან”, სტუმრად, 1-1 ითამაშა.
ალენიამ, რომელიც “ბეტისს” იანვარში შეუერთდა, მონაწილეობა 4 მატჩში მიიღო, აქედან ის 2-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ.
ჟან-კლერ ტოდიბო
შალკე
ახალ გუნდში დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა ფრანგ ცენტრალურ მცველს, ჟან-კლერ ტოდიბოს. “ჰერტასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში (0-0), ის თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო.
მუსა ვაგე
ნიცა
დებიუტი ჰქონდა იჯარით წასულ კიდევ ერთ ფეხბურთელს. “ნიცაში” 2 დღის წინ გადასული მუსა ვაგე, “ლიონთან” გამართულ საშინაო შეხვედრაში (2-1), თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.
Sanam piqea wzri ar qonda tyuilad iyo gundshi todibo kargia gamocdilebas daagrovebs magars da ukve aqet gauwion konkurencia ro mova
მგონი 60 მილიონის გადახდა გვიწევს დაბრუნების სანაცვლოდ. პერესის მონამ "მაგარი" კონტრაქტი დადო.
იჯარა რას ნიშნავს ნებისმიერ დროს შეუძლია ბარსამ უარი უთხრას მიყიდვაზე და დაიბრუნოს გაწყვეტა იჯარის ვადაზე ადრე არ გაგიგიათ ჯერ ??? ბართომეუს რაც შეეხება საუბარიც არ ღირს მაგის მზეობებზე. ტიპი იყიდის 100 -სად და ყიდის 20-ცად. მაგარი მენეჯმენტია ტოო. ან პირიქიდ ყიდის 15-ტად და იგივეში იხდის 50-ს.
ალენიაც უნდა დაბრუნდეს სასწრაფოდ
ნაპოლის გავაგდებთ მარა ბაიერნს თუ დავეტაკეთ მერე დაგვერხა ისეთ ცუდ ფორმაში ვართ!
ალენია კოუს ადგილას შენ მზექალა შენა
Sanam piqea wzri ar qonda tyuilad iyo gundshi todibo kargia gamocdilebas daagrovebs magars da ukve aqet gauwion konkurencia ro mova
მგონი 60 მილიონის გადახდა გვიწევს დაბრუნების სანაცვლოდ. პერესის მონამ "მაგარი" კონტრაქტი დადო.
ხო 25 ად გამოისყიდიან იმიტო რო ძსლიან მაგარი მცველია და აქეთ 60 გვიწევს რაც სრული იდიოტიზმია. ყველა თამაში მაგრად ჩაატარა ბარსაში ინტერთან ხო ვაფშე მატჩის საუკეთესო იყო.. ტრინკაო უნდა მიემატოს ამ სიას. მატეუს ფერნანდესი და პედრიც და ყოველ კვირას დაიდოს ხოლმე კარგი იქნებოდა. მეკი ვადევნებ ყველას თვალს მარა მაინც