ჟორდი ალბა: „ჟირონა“ ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია

ჟორდი ალბა: „ჟირონა“ ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია

"ბარსელონას" განაპირა მცველმა, ჟორდი ალბამ კატალონიური დერბის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა "ჟირონას" 2:0 მოუგო.

"ჟირონა" ლა ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს. მათთან გამკლავება საშინაო არენაზეც გაგვიჭირდა. უმცირესობაში მყოფმა კატალონიელებმა ბევრად მეტი პრობლემა შეგვიქმნეს, ვიდრე 11 კაცით თამაშისას.

წესითა და რიგით, კაცნაკლული ოპონენტის საჯარიმოში უფრო ხშირად უნდა შევსულიყავით, მაგრამ "ჟირონას" დაცვაში თამაში კარგად გამოსდიოდა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შეხვედრის ბედი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა. ლეო არასდროს ცდება, ნელსონის სადებიუტო გოლით კი მოხარული ვარ."-ამბობს ალბა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 იანვარი 2019 00:50
    2
    მაგარი ხარ ხორდი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued