სტუანი: ბერნარდოს გაძევება მკაცრი გადაწყვეტილება იყო

სტუანი: ბერნარდოს გაძევება მკაცრი გადაწყვეტილება იყო

"ჟირონას" თავდამსხმელმა, კრისტიან სტუანიმ "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"უკეთესი შედეგის დაფიქსირებას ვცდილობდით, მაგრამ "ბარსა" დიდებული გუნდია. მეორე ტაიმში ათი კაცით დავრჩით, რაც ასეთი დონის შეხვედრებში გარდამტეხ როლს თამაშობს. "ბლაუგრანას" პრობლემა ვერ შევუქმენით.

გაშვებულ გოლზე კარგი რეაგირება მოვახდინეთ, შეხვედრა შესანიშნავად დავიწყეთ და საკუთარი ფეხბურთი ვაჩვენეთ. შესვენებამდე რამდენიმე მომენტი გვქონდა.

ვფიქრობ, ბერნარდოს გაძევება მკაცრი გადაწყვეტილება იყო. მან ჩვეულებრივად დაარღვია თამაშის წესი. "ბარსასთან" სრული შემადგენლობით თამაშიც კი რთულია, არათუ უმცირესობაში. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლეთ."-ამბობს სტუანი.

კატალონიური დერბი ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა 2:0 მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 იანვარი 2019 22:44
    1
    მაგარი სიკო მსაჯობაა ლა ლიგაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued