„ჟირონას“ მწვრთნელი: წითელი ბარათი რომ არა, „ბარსას“ დამარცხებას შევძლებდით

„ჟირონას“ მწვრთნელი: წითელი ბარათი რომ არა,  „ბარსას“ დამარცხებას შევძლებდით

"ჟირონას" მწვრთნელი, ეუსებიო საკრისტანი თვლის, რომ "ბარსელონასთან" მატჩში (0:2) მთავარმა არბიტრმა ბერნარდო უსამართლოდ გააძევა.

"ჟირონას" ინტენსიურობის დონე მეტოქისას აღემატებოდა. კაცნაკლულობამ თამაშზე გარკვეული გავლენა მოახდინა. მოედანზე დიდებული მეტოქის წინააღმდეგ გამოვედით, მაგრამ შანსი ნამდვილად გვქონდა.

ბერნარდომ ორივეჯერ საეჭვო გაფრთხილება მიიღო, მისი გაძევება უსამართლოდ მეჩვენება. ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონო. მას წესები მიზანმიმართულად არ დაურღვევია.

არბიტრთა სამართლიანობაზე იმედს ყოველთვის ვამყარებ. ბერნარდოს გაძევების გადაწყვეტილება ბრიგადამ საკმარისი დაფიქრების გარეშე მიიღო. რამდენიმე წუთით ადრე პაბლო გონსალესმა ბუსკეტსის დარღვევა უყურადღებოდ დატოვა.

უდანაკარგოდ თამაშის შემთხვევაში მოვიგებდით, მაგრამ წითელმა ბარათმა გაგვტეხა. ანგარიშის გასათანაბრებლად უმცირესობაში ყოფნისასაც ვიბრძოდით. მოთამაშეთა მიმართ არავითარი პრეტენზია არ მაქვს, თუმცა, წარუმატებელმა სერიამ მათზე, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს."-ამბობს ეუსებიო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    achigeo
    სტუმარი [?]
    #5 28 იანვარი 2019 14:53
    1
    ყვე.რები რო არა ქალი ვიქნებოდიო გაჩითა ტიპმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 იანვარი 2019 14:52
    1
    მას წესები მიზანმიმართულად არ დაურღვევია.-ოოო?

    შე კაი კაცო, ლეოს რო ფეხს მოტეხავ, მიზანმიმართულია თუ მიზანმიუმართავი, ვის ადარდებს? ფეხბურთს წესები აქვს და ის არ უნდა დაარღვიო არც მიზამიმართულად და არც ისე.
    Culé [?]
    #3 28 იანვარი 2019 08:14
    2
    ეუსებიო კაი მწვრთნელია
    Culé [?]
    #2 28 იანვარი 2019 06:21
    0
    Tips axali saxe aqvs sayideli ise gamoiyureba
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 იანვარი 2019 22:52
    8
    არა ვაღიაოთ რო მსაჯმა ბევრი შეცდომა დაუშვა ცვენს სასარგებლოდ მარა იმის თქმა რო წითელი ბარათი რო არა ჟირონა მოიგებდაო სისულელეა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued