უპრობლემოდ მოგებული კატალონიური დერბი

უპრობლემოდ მოგებული კატალონიური დერბი

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ჟირონა" დაამარცხა.

ერნესტო ვალვერდეს კოლექტივმა "მონტილივიზე" გამართული შეხვედრა 2:0 მოიგო. ნელსონ სემედუმ კატალონიური გრანდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი აიტანა, ხოლო გუნდის ლიდერმა, ლიონელ მესიმ, ბომბარდირთა დავაში საკუთარი პოზიციის გამყარება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ლუის სუარესსა და ფილიპე კოუტინიოს სხვაობის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდათ. ამრიგად, "ატლეტიკოსთან" სხვაობა კვლავ 5 ქულამდე გაიზარდა.

მოქმედი ჩემპიონები სატურნირო ცხრილში 49 ქულით პირველ ადგილს იკავებენ. "ბლაუგრანა" ლა ლიგის ეგიდით მომდევნო მატჩს 2 თებერვალს, "ვალენსიას" წინააღმდეგ გამართავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 იანვარი 2019 15:46
    0
    ციტატა: Messi, Iniesta
    აქ კომენტარებს გადავხედე და მინდა რაღაც ვთქვა: დაფიქრდით და წარმოიდგინეთ ადვილია ყოველ 3 დღეში ჩაატარო თამაში ისე რომ ყოველთვის ძაან მაგარ ფორმაში იყო და ფრინავდე? არა! არ არის ადვილი! ხოდა სწორედ ეს დაემართა დღეს რამოდენიმე ფეხბურთელს! არაუშავს გამოსწორდება ყველაფერი, მთავარია მობილიზება და რწმენა ჩვენი საყვარელი გუნდის!

    მე
    ციტატა: me da barca
    რამდენი 100% -ანი გოლი ვერ გაიტანეს, 2:0 კი არა 7:0 უნდა ყოფილიყო

    აი ნამდვილად, თუნდაც კოუს რო გაეტანა თამაშის დასაწყისში, ხო უფრო ადრე გატყდებოდა ჟირონა და ხო არ დაგვჭირდებოდა ამდენი ვალიდოლი.
    Messi, Iniesta
    სტუმარი [?]
    #6 28 იანვარი 2019 00:04
    0
    აქ კომენტარებს გადავხედე და მინდა რაღაც ვთქვა: დაფიქრდით და წარმოიდგინეთ ადვილია ყოველ 3 დღეში ჩაატარო თამაში ისე რომ ყოველთვის ძაან მაგარ ფორმაში იყო და ფრინავდე? არა! არ არის ადვილი! ხოდა სწორედ ეს დაემართა დღეს რამოდენიმე ფეხბურთელს! არაუშავს გამოსწორდება ყველაფერი, მთავარია მობილიზება და რწმენა ჩვენი საყვარელი გუნდის!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 იანვარი 2019 21:20
    5
    კიი მაგარი უპრობლემოდ მოვიგეთ ერთადერტი თავზე დაგვახიეს ბურთი მეტი არაფერი ://///
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    მესი10
    სტუმარი [?]
    #4 27 იანვარი 2019 21:11
    1
    მიუხედავათ იმისა რომ ბევრი ფეხბურთელი საშინლად გამოიყურებოდა, და ბევრი მომენტიც გავაფუჭეთ, მაინც შეიძლება ითქვას რომ ადვილი მოგება გამოვიდა. მაგრამ ფაქტია ამ ფეხბურთით შორს ვერ გავფრინდებით.
    professor1984
    სტუმარი [?]
    #3 27 იანვარი 2019 21:10
    0
    ციტატა: me da barca
    რამდენი 100% -ანი გოლი ვერ გაიტანეს, 2:0 კი არა 7:0 უნდა ყოფილიყო

    2 კოუმ გააფუჭა და 2 ჯეკამ 100%-ანი საგოლე მომენტები, ამ კოუს ვაბშე ძინავს რა
    Culé [?]
    #2 27 იანვარი 2019 21:07
    5
    ბიჭებო მოკლედ ჩემი სევდიანი ისტორია მინდა დავწერო ორი სიტყვით 400 ლარს ვიგებდი და "მეტობა მეწერა" სუარეს და კოუტინიოს მოკითხვა ჩემგან
    გელა-ბარსა
    სტუმარი [?]
    #1 27 იანვარი 2019 21:07
    1
    იზი ფიზი ლემონ სქვიზი