ბრაზილიელმა ფეხბურთის ლეგენდამ, რომელმაც ახალახანს ქართულ ფილმში მიიღო მონაწილეობა, ბეტფეართან ინტერვიუში ლიონელ მესიზე ისაუბრა:
“ოქროს ბურთის” ცერემონიაზე მესიმ თქვა, რომ რამდენიმე წელიწადში კარიერის დასრულებას აპირებს. 32 წლის ასაკში ასეთი ფიქრები ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემი აზრით, მისი მომავალი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება “ბარსელონაში”.
მესი მაშინ წავა, როცა თავს საჭიროდ აღარ ჩათვლის.
თუ ის დაინახავს, რომ გუნდს ტიტულების მოსაგებად სჭირდება, არსადაც არ წავა. მაგრამ, შესაძლოა, მომავალ წლებში ეს სიტუაცია შეიცვალოს და გუნდში მყოფმა ახალგაზრდა ტალანტებმა მესის ლიდერობა უკანა პლანზე გადაწიონ. თუ ეს ასე მოხდა, მესიმ წასვლაზე უნდა იფიქროს.
ჩემპიონთა ლიგასა და კოპა ამერიკაზე წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც ვთვლი, რომ ის “ოქროს ბურთს” იმსახურებდა. მან ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და ბევრი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ “ბარსელონაში” ვთამაშობდი. ჩემი აზრით, “ოქროს ბურთს” შარშან ლუკა მოდრიჩი, იქამდე კი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებდა. მესის გამარჯვება საერთოდ არ გამკვირვებია.” – დაასრულა რივალდომ.
ბარსელონას ლეგენდა წელს საქართველოს ეწვია და აჭარაბეთის ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის ყურებაც გულშემატკივრებს adjarabet.com-ზე შეუძლიათ.
კიდევ 5-6 წელი უნდა დარჩეს ბარსაში!