workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” კიდევ ერთი ტალანტის დაკარგვის საფრთხის წინაშეა

“ბარსელონა” კიდევ ერთი ტალანტის დაკარგვის საფრთხის წინაშეა

“ბარსელონას” 18 წლის ტალანტი, კონრად დე ლა ფუენტე, შესაძლოა, კატალონიური კლუბიდან წავიდეს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ამერიკაში დაბადებული ახალგაზრდა გარემარბი კატალონიურ გუნდში 2014 წლიდან ირიცხება. ის 19-წლამდელთა გუნდის წევრია, რომლის შემადგენლობაშიც, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, დე ლა ფუენტე მისთვის მიცემული სათამაშო დროით უკმაყოფილოა. ფეხბურთელს “ბარსა ბ”-ში თავის გამოჩენის შანსი იშვიათად ეძლევა, გასულ უქმეებზე კი ის მოედანზე არც 19-წლამდელთა გუნდის რიგებში გვინახავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა შემტევმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. მის ხელშეკრულებას ვადა 2020 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ არის შანსი, “ბარსელონამ” ფეხბურთელი სეზონის ბოლოს დაკარგოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • messi
    schedule 25 დეკ 2019, 11:03
    #9

    არაფრის დიდებით არ უნდა დაკარგოს ბარსამ არცერთი ახალგაზრდა მომავალში გამოადგებათ

  • M10 S9 D11
    schedule 25 დეკ 2019, 01:36
    #8

    ტალანტი არა იხვი ბარსა ბ-ში არ ენდობიან და ძირითად გუნდში რა ჩემი ფეხები უნდა ამას

  • BEQA BARCA
    schedule 24 დეკ 2019, 22:50
    #7

    ვიღაც 4-5 თამაშში გაიტანს 7-8 გოლს და ვსო ის მომავალი ტალანტია?¿ 😂🤣

  • სპარტაკი
    schedule 24 დეკ 2019, 22:40
    #6

    არაა ცუდი იგროკი…

  • Don_Andresito
    schedule 24 დეკ 2019, 22:16
    #5

    არაა ისეთი ტალანტი რო ვაი და რაღა ვქნათ თქო, სადაც სიმონსი გაუშვეს… მარა ჰერტა ეპატიჟება, კლინსმანი დაინიშნა იქ და ამ დე ლა ფუენტეს მამას აქვს ნათქვამი კლინსმანი ჩემი კუმირიაო და მამა ითამაშებს დიდ როლს ამის ჰერტაში წასვლაში. თან კონკურენცია დიდია ამას კაი 5 წელი არ მიასუნინებენ პირველ გუნდს, ჯერ ბარსა ბ უნდა გაიაროს და ასე შემდეგ. წავიდეს მოიხოდოს და მერე ვიფიქროთ

  • ferreira10
    schedule 24 დეკ 2019, 22:01
    #4

    ტალანტია ეგერ ფატი და მისცეს დრო 16 წლის ასაკში

  • me da barca
    schedule 24 დეკ 2019, 21:13
    #3

    თუ ესეთი ტალანტია დროს რატო არ აძლევენ? იქაც ვალიკოა მწვრთნელი? ეტყობა ვერ ქაჩავს.

  • katalomia
    schedule 24 დეკ 2019, 20:42
    #2

    ციტატა: Wtf man
    ალბათ შლანგია და მაგიტომ არ ათამაშებენ

    Ras ambob dzamia adminma ufro ar icis vidre barcas skolam talantebi da mxecebi vin arian?!)

  • Wtf man
    schedule 24 დეკ 2019, 20:34
    #1

    ალბათ შლანგია და მაგიტომ არ ათამაშებენ