"ტოტენჰემი" მალკომის იჯარით აყვანის ვარიანტს განიხილავს

"ტოტენჰემი" მალკომის იჯარით აყვანის ვარიანტს განიხილავს

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ჰარი კეინის ტრავმის მიღების შემდეგ "ტოტენჰემმა" ახალი თავდამსხმელის ძიება დაიწყო.

დაზიანების ხარისხი და სირთულე მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ინგლისელ ცენტრფორვარდს შეშუპება ჩაუცხრება და სკანირების გავლას შეძლებს. "დეზების" კორეელი შემტევი, ჰეუნ-მინ სონი კი აზიის თასის მატჩებისთვის ნაკრებში გამოიძახეს და შესაძლოა, "ტოტენჰემის" 5 მატჩი გამოტოვოს, თუ სამხრეთ კორეა ტურნირის ფინალამდე გავა.

ამასთან დაკავშირებით კი, როგორც Daily Star იტყობინება, ლონდონურმა კლუბმა "ბარსელონას" თავდამსხმელის, მალკომის იჯარით აყვანის ვარიანტის განხილვა დაიწყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #3 16 იანვარი 2019 13:07
    0
    ამას ტყუილად უხდიან მგონი ხელფასს ვალვერდე სულ სკამზე აჯენს ეს იმიტომ მოიყვანეს რომ რომაზე შური იძიეს
    Mელა
    სტუმარი [?]
    #2 15 იანვარი 2019 18:05
    1
    მდაააა... აცადეთ ამ ბიჭს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 იანვარი 2019 15:18
    6
    მე მგონი კარგი იქნება, პრაქტიკისთვის.