ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი: “ელ კლასიკოს” მსაჯობა დიდი პრივილეგიაა

ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი: “ელ კლასიკოს” მსაჯობა დიდი პრივილეგიაა

“ელ კლასიკოს” მსაჯი ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი იქნება. იგი ესპანეთის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის მიერ ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯდაა აღიარებული. 37 წლის ესპანელი როგორც ფიფას, ასევე უეფას კვალიფიკაციის მქონეა, ამიტომაც ტოპ კლასის მსაჯთა შორის შედის.

ერნანდესი უმაღლესი კლასის მსაჯი 2012 წლის ზაფხულში გახდა. მისთვის პირველი “ელ კლასიკო” 2016 წლის აპრილში გამართული შეხვედრა იყო. 2017 წელს კი ესპანეთის საუკეთესო მსაჯად აღიარეს.

“ჩემთვის პრივილეგიაა მსოფლიო საკლუბო დონეზე ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრის მონაწილე ვიყო. ვუმსაჯო ასეთ ფეხბურთელებს გასაოცარ ატმოსფეროში, ნამდვილად განსაკუთრებულია.

2017 წელს “ბარსელონასა” და “ბეტისს” შორის გამართულ შეხვედრას სწორედ ენრნანდეს ერნანდესი მსაჯობდა. იმ მატჩში კატალონიელებს გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა აშკარა იყო, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

“როდესაც აცნობიერებ, რომ შეცდომა დაუშვი, თავს ცუდად გრძნობ. ამ ფაქტს მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. და, ალბათ, ეს ჩემს პროფესიული კარიერის ყველაზე დიდი შეცდომაა.” – ციტირებს ერნანდესის სიტყვებს Marca.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • MARI=BARCA-fan
    18 დეკ 2019, 20:08

    ციტატა: DINAMO82
    მოკლედ შანსები გათანაბრებულია: ბარსა + გულშემატკივარი, რეალი + მსაჯი. მაგრამ ვალვერდე? აი აქ გვერხევა.


    არა მგონია რომ ცუდად იმსაჯოს, ხომ ხედავთ, ბეტისთან დაშვებული შეცდომა კლასიკოს წინ აღიარა, ჩემი აზრით ეს მინიშნებაა რომ სამართლიანად იმსაჯებს და საჭიროების შემთხვევაში ვარ-საც აუცილებლად გამოიყენებს, ბარსას "ვალი" აქვს ბატონ ერნანდესს! wink

  • Chiquinto
    18 დეკ 2019, 19:53

    წინასწარ არ ვიცი მაგრამ ესეც დედამო$#@ნული იქნება რამეს ჩაგვიწერს მაინც

  • tigresa
    18 დეკ 2019, 19:53

    ვერ ვიტან ამ კაცს, ლა ლიგა დაგვაკარგვინა მაგ წელს

  • Johan Cruyff 14
    18 დეკ 2019, 19:39

    მერე რაღა ბარსასთან დაუშვი ეგ შეცდომა

  • DINAMO82
    18 დეკ 2019, 18:52

    მოკლედ შანსები გათანაბრებულია: ბარსა + გულშემატკივარი, რეალი + მსაჯი. მაგრამ ვალვერდე? აი აქ გვერხევა.

  • M10 S9 D11
    18 დეკ 2019, 18:21

    წესიერად ინსაჯე რამე არ მიქარო

  • me da barca
    18 დეკ 2019, 18:11

    რამე არ მიქარო, თორემ მარტო საქართველოდან წამოვა 5 ვაგონი სარდელი დედაშენისკენ.

  • professor1984
    18 დეკ 2019, 17:28

    ეს არ ეგდო ვარის ოთახში სოსიედადთან რო დაგვაკარგვინეს ქულები?

  • duggu
    18 დეკ 2019, 17:26

    იცოდე კარგად იმსაჯე, თორე შენ იქნები ყოფილი კარგი მსაჯი მთაწმინდა-გლდანის ვერსიით