workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კვლავ ესპანეთის ჩემპიონია!

ბარსელონა კვლავ ესპანეთის ჩემპიონია!

“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონია. ზედიზედ მეორედ, სულ კი 29-ედ.

ცოტა ხნის წინ დასრულებულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” ფრეც ჰყოფნიდა იმისათვის, რომ ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება შეენარჩუნებინა. თუმცა რატომ ფრე, როდესაც შესაძლებელია მოგება?

ვერ ვიტყვით, რომ “ბლაუგრანას” გაუჭირდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა უკვე მე-18 წუთზე მოიპოვა. ჯერ მარკუს რაშფორდმა ჯარიმა შეასრულა შესანიშნავად, შემდეგ კი დანი ოლმოს ძალიან ეფექტურ ქუსლით პასს ფერან ტორესმა ზუსტი დარტყმა მოაყოლა.

“ბარსას” უპირატესობა შეხვედრის დარჩენილ ნაწილშიც ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 14 მაი 2026, 01:51
    #9

    პერესი გაცოფებულია, ნეგრეირა და ტებასი აგებინებენო ბარსას.

  • Rick Sanchez
    Rick Sanchezlocal_fire_department კულე
    schedule 11 მაი 2026, 17:06
    #8

    ასეთი მოსაწყენი კლასიკო მე არ მინახავს

    • mari
      marilocal_fire_department კულე
      schedule 14 მაი 2026, 10:13
      #11

      ნამდვილად მასე იყო და ერთი კი გავიფიქრე ალონსოს გაგდებაზე ხომ არ თამაშობდნენ – დიდად არ ეხატებათ გულზე, განსაკუთრებით იმ ცხვირპირგასიებულ კუს.. გასახდელიც კარგად არიეს და ეგ არის რა..ბასტა….;;DDD

  • me da barca
    me da barcastar ლეგენდა
    schedule 11 მაი 2026, 01:48
    #6

    ადრე საკუთარ კომენტარს ვერ დაალაიქებდი, ახლა შეგიძლია საკუთარ თავს დაულაიქო თუ დაუგულო. არ ვიცი ეს შეცდომაა თუ სპეციალურად ასე დატოვეს.

  • C.PC5
    C.PC5shield ვეტერანი
    schedule 11 მაი 2026, 01:31
    #5

    კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას✊ განახლებულ ნოუკამპზე პირველი ლალიგა, თანაც ელკლასიკოში, ზედიზედ მეორედ მოგება ამ ტიტულის, ყველა ვარიანტში ისტორიული სეზონი გამოდის შიდა ჩემპიონატში ბარსას, ქულებიც საკმაოდ კარგად დაგროვდება საბოლოოდ სულ რომ არ დაიდოს 100 ქულიანი ლალიგა, 91ზე მეტი გვექნება და ეგ არაა პატარა ამბავი, ამდენი ქულით მოგება სერიოზულ დომინაციაზე მიანიშნებს რაც შესანიშნავი ამბავია ასეთი ახალგაზრდული გუნდისთვის, რამდენ ჩვენს მომავალ საიმედო ფეხბურთელს უკვე ორჯერ და სამჯერ აქვს მოგებული ეს ტიტული და ზოგადად ყველა ტიტული ესპანეთის მასშტაბით, რისთვისაც მადლობა ჰანსი ფლიკს და კიდევ მადლობა იმისთვის რომ ამ საღამოს ის ძალა იპოვნა საკუთარ თავში რომ გუნდთან ერთად მდგარიყო, დიდი ტკივილის მიუხედავად ბოლომდე ჩართული იყო თამაშში, ეს უკვე გერმანული ხასიათიც აღარაა ეს ჰანსი ფლიკია და ის ნამდვილად განსაკუთრებული კაცია! ვისკა ბარსა ვისკა ჰანსი!!! 🫶🫶🫶🫶

    • mari
      marilocal_fire_department კულე
      schedule 14 მაი 2026, 10:00
      #10

      ჰანსი ფლიკი მართლა განსაკუთრებული “კაცია-ადამიანი”!

  • CHEPE
    CHEPEshield ვეტერანი
    schedule 11 მაი 2026, 01:23
    #4

    ისე ჟოანისთვის პირველი კლასიკო იყო და ისიც კარი მშრალად დარჩა 1 მომენტი და ეგიყო რეალი დღეს🤭🤭🤭

  • zazala7
    zazala7star ლეგენდა
    schedule 11 მაი 2026, 01:17
    #3

    ის ორი გაწევ-გამოწევა რომ არა, ასეთი მოსაწყენი კლასიკო არასდროს მინახავს. რაც იყო, იყო : ლა ლიგის მოგებას გილოცავთ კულეებო 🏆
    ფლიკის მდგომარეობა წარმოუდგენელია, ვუსამძიმრებ მამის გარდაცვალებას

  • OldMember
    OldMemberflag გულშემატკივარი
    schedule 11 მაი 2026, 01:12
    #2

    გილოცავთ ყველას, იმედია მომავალ წელს ვიტყვით წინაზე უკეთესი წელი გვქონდაო 💙❤️

  • me da barca
    me da barcastar ლეგენდა
    schedule 11 მაი 2026, 01:10
    #1

    91 ქულა – 91 გატანილი გოლი