არშავინი: "ბარსელონაში" უფასოდ ვითამაშებდი, თუმცა ცოტახნით, რადგან მე დიდი ოჯახი მყავს"

არშავინი: "ბარსელონაში" უფასოდ ვითამაშებდი, თუმცა ცოტახნით, რადგან მე დიდი ოჯახი მყავს"

ლონდონის "არსენალისა" და რუსული "ზენიტის" ყოფილმა მოთამაშემ, ანდრეი არშავინმა ერთ-ერთ ინტერვიუში "ბარსელონაში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა. 

ნანობთ, რომ "ბარსაში" გადასვლა ვერ შეძელით? 

- სინანული არასოდეს მქონია. არ ვტიროდი, თავს არ ვიკლავდი. რახან ცხოვრება ასე აეწყო - ესეიგი, სწორიც ასე იყო. რატომ გართულდა გადასვლა? მიზეზი მარტივი იყო, "ზენიტს" ჩემი გაშვება არსად არ სურდა. ასევე იყო "ტოტენჰემის" ვარიანტიც, თუმცა მაშინ ეს გუნდი ბევრად უფრო დაბალი დონის იყო ვიდრე "არსენალი". 

რომელ ევროპულ კლუბში გსურდათ ყველაზე მეტად თამაში? 

- ეს "ბარსაა". თუ ისინი დამირეკავდნენ, დაუფიქრებლად წავიდოდი.

ითამაშებდით "ბარსელონაში" უფასოდ? 

- დიახ, მაგრამ ცოტახნით, რადგან ძალიან დიდი ოჯახი მყავს. - განაცხადა, არშავინმა "მატჩ ტვ"-სთან ინტერვიუში. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.