workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
განსაკუთრებული თამაში ტაკეფუსა კუბოსთვის

განსაკუთრებული თამაში ტაკეფუსა კუბოსთვის

დღეს, ღამის 12 საათზე, “ბარსელონა”, ლა ლიგის მე-16 ტურის მატჩში, “მალიორკას” უმასპინძლებს.

სტუმართა განაცხადში მოხვდა 18 წლის იაპონელი შემტევი ტაკეფუსა კუბო, რომლისთვისაც დღევანდელი დაპირისპირება განსაკუთრებული იქნება.

კუბო, 2011-2015 წლებში, 10-დან 14 წლამდე, “ბარსელონას” აკადემიაში თამაშობდა. 2015 წელს, FIFA-ს მიერ დაწესებული აკრძალვის გამო, მას “ბლაუგრანაში” თამაშის უფლება აღარ ჰქონდა და ფეხბურთელი იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო.

გასულ ზაფხულში, “ბარსელონა” კუბოს კიდევ ერთხელ დამატებას ცდილობდა, მაგრამ აზიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა კატალონიაში დაბრუნებას “რეალში” გადასვლა ამჯობინა. მალევე, მადრიდელებმა ის “მალიორკაში” გაანათხოვრეს.

ლა ლიგის გასულ 15 ტურში, კუბომ 12-ჯერ ითამაშა, აქედან 6-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში. 18 წლის ფეხბურთელმა თავი 1 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 07 დეკ 2019, 20:32
    #3

    ამ ლაწირაკს ფეხი არ უნდა გავანძრევინოთ დღეს

  • ROUCH
    schedule 07 დეკ 2019, 18:48
    #2

    არავის წააკვნიტოს, აჰა რეალმა გაანათხოვრა და სკმაო დრო ეძლევა ბარსა გაანათხოვრებს და განაცხადში ვერ ხვდებიან რა არი რა უბედურებაა, რეალმა თუ ამოალპო მალიორკაში რას ვიღადავებ, ბარსას პირველი გუნდი რო მოთხოვა ამ დიშლამ პერესმა დანახა სამში გრძელი და გაუყენა თუ არა მალიორკის გზას

  • BEQA BARCA
    schedule 07 დეკ 2019, 18:40
    #1

    კუბო თუ არ დაგვიდგა დღეს კაია🤣😂😂🤣