"ევერტონი" მალკომით დაინტერესდა

"ევერტონი" მალკომით დაინტერესდა

"ბარსელონას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, მალკომმა, მერსესაიდული "ევერტონის" ყურადღება მიიქცია, იტყობინება Marca.

ინგლისელებს 21 წლის ფეხბურთელის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში სურდათ, როდესაც ის "ბორდოში" თამაშობდა. ახლა კი "ევერტონი" მალკომის ტრანსფერის განხორციელებას კვლავ განიხილავს.

ახალგაზრდა შემტევი "ბარსელონაში" სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის, მაგრამ ის "კამპ ნოუზე" დარჩენას მინიმუმ სეზონის დასრულებამდე აპირებს.

მანამდე კი ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინურმა "გუანჩჟოუ ევერგრანდმა", სადაც პაულინიო თამაშობს, კატალონიურ კლუბს, მალკომის სანაცვლოდ, 50 მილიონი ევრო შესთავაზა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #1 3 იანვარი 2019 18:13
    0
    ევერტონს ბარსას ჩამოწერილი საქონელი რატო ევასება ესე ძაან? ეგენი 50 ის გადამხდელები არ არიან იჯარით ენდომებათ. ამიტო დაახვიონ. ან რიჩარილსონში გაგვიცვალონ