workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი ვალენსიაშია (+ვიდეო)

გუნდი ვალენსიაშია (+ვიდეო)

ს/კ ”ბარსელონას” თვითმფრინავი ვალენსიის აეროპორტში დაეშვა. დღეს კატალონიელები შეეცდებიან ესპანეთის სამეფო თასი მოიპოვონ.

ფინალის დღე ”ბლაუგრანასთვის” დილით ადრე დაიწყო. დღეს დილით 10:00 საათზე ”ბარსელონას” ფეხბურთელები და წარმომადგენლები ”კამპ ნოუდან” ბარსელონას ”ელ პრატის” აეროპორტში გაემართნენ. ”აერობუს 330”-ის ბორტზე ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გარდა იყო დაახლოებით 30 გულშემატკივარი, 40 ჟურნალისტი, ასევე სპონსორები და კლუბის ხელმძღვანელობა. ჯამში თვითმფრინავის ბორტზე 261 მგზავრი იმყოფებოდა.

”ბლაუგრანას” დელეგაცია, რომელსაც სანდრო როსელი ხელმძღვანელობს, ვალენსიაში რამდენიმე წუთის წინ ჩაფრინდა. ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში გაემგზავრა. ისინი სასტუმრო ”ვესტინს” მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვებენ. თამაში თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

”ბარსელონა” შინ ხვალ, ნაშუადღევს დაბრუნდება.

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=GD_XtK-GkTk]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward